სეკულარიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეკულარიზმი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ მსოფლმხედველობას ან პრინციპს, რომელიც განსაზღვრავს საერო ცხოვრებას მოცემულ კონტექსტში, ხდიდეს მას პრიორიტეტულს, ამართლებდეს ან ხელს უწყობდეს მას არასეკულარულთან შედარებით.[1] „სეკულარიზმს“ ფართო მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტება, როგორც რელიგიის გამიჯვნა სამოქალაქო საქმეებისა და სახელმწიფოსგან, ყველაზე გავრცელებულია, ეს შეიძლება მოიცავდეს ანტიკლერიკალიზმს, ათეიზმს, ნატურალიზმს, რელიგიური სიმბოლოების განდევნას საჯარო სფეროდან და ა.შ.[2]
როგორც ფილოსოფიური სისტემა, სეკულარიზმი ცდილობს განმარტოს ცხოვრება მხოლოდ მატერიალური სამყაროდან აღებული პრინციპებით, რელიგიის გარეშე. რელიგიის გადმოსახედით, ის აქცენტს აკეთებს „დროებით“ და მატერიალურ საკითხებზე.[3]
პოლიტიკური თვალსაზრისით, სეკულარიზმი არის სამთავრობო ინსტიტუტებისა და პირთა განცალკევების პრინციპი რელიგიური ინსტიტუტებისა და პირებისგან.[4] დასავლეთში არსებობს სეკულარიზმის გამორჩეული ტრადიციები - სეკულარიზმის ფრანგული და ანგლო-ამერიკული მოდელები. არსებობს ასევე სეკულარიზმის ინდური ტრადიციაც.[2] სეკულარიზმის მხარდასაჭერად მიზნები და არგუმენტები საკმაოდ განსხვავდება, დაწყებული იმის მტკიცებით, რომ იგი მოდერნიზაციის გადამწყვეტი ელემენტია, ან რომ რელიგია და ტრადიციული ღირებულებები ჩამორჩენილია და გამყოფია. ზოგიც ამტკიცებს, რომ ეს არის თავისუფალი რელიგიური სწავლების ერთადერთი გარანტი.