სირია (რეგიონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სირია (არაბ. ٱلـشَّـام, ბერძ. Συρία; თანამედროვე ლიტერატურაში იხმარება ტერმინები „დიდი სირია“,[1] „სირია-პალესტინა“[2] ან ლევანტი)[3] — რეგიონი ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისტორიის განმავლობაში მას ნაწილობრივ ან მთლიანად აკონტროლებდა მრავალი ხალხი და სახელმწიფო: ძველი ეგვიპტელები, ქანაანელები, ისრაელიტები, ასურელები, ბაბილონის სამეფო, აქემენიდთა იმპერია, ძველი მაკედონელები, რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, ომაიანთა სახალიფო, აბასიანთა სახალიფო, ფატიმიანთა სახალიფო, ჯვაროსნები, აიუბიდები, მამლუქების სასულთნო, ოსმალეთის იმპერია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა.