![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cc/Tongariro_Mahuia_River_n.jpg/640px-Tongariro_Mahuia_River_n.jpg&w=640&q=50)
ტონგარიროს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტონგარიროს ეროვნული პარკი — ახალი ზელანდიის ყველაზე ძველი ეროვნული პარკი. მდებარეობს ჩრდილოეთი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის იმ 25 ძეგლს შორის შეიყვანა, სადაც კულტურული და ბუნებრივი ელემენტები შერეულია.
სწრაფი ფაქტები ტონგარიროს ეროვნული პარკი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ტონგარიროს ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
![]() | ||
ქვეყანა | ![]() | |
ტიპი | შერეული | |
კრიტერიუმები | vi, vii, viii | |
სია | ||
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი | |
კოორდინატები | 39°12′ ს. გ. 175°35′ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) | |
ნომერი | 421 | |
გაფართოება | 1993 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ტონგარიროს მთელ მსოფლიოში სიძველით მეოთხე ეროვნული პარკია. პარკის ცენტრში მდებარეობს აქტიური ვულკანები: რაუპეჰუ, ნგაურუჰოე და ტონგარირო.
პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მაორების რამდენიმე რელიგიური ძეგლი.[1] ასევე, აქ მდებარე მთები - ტონგარიო და ნგაურუჰოე ტაპუს კონცეფციის წმინდა ადგილებად ითვლება.[2] პარკის საზღვრებთან მრავალი დასახლებული პუნქტი მდებარეობს.