ტრამალის მგელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრამალის მგელი (გერმ. Der Steppenwolf) — ჰერმან ჰესეს რომანი, რომელშიც “ მწერალი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდის გერმანიაში გამეფებულ განწყობილებას და საყოველთაოდ მიღებულ სულიერ ფასეულობათა გადაფასების რთულ პროცესებს. ავტორი აღწერს ტრაგედიას პიროვნებისა, რომელიც ვერც დამყაყებულ ბიურგერულ ყოფას შეჰგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია. პიროვნების გაორებით გამოწვეული ეს ტრაგედია დასაბამს მწერლის იმჟამინდელ გუნება-განწყობაში იღებს და, ამდენად, ნაწარმოებში უხვადაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული მომენტები.
სწრაფი ფაქტები „ტრამალის მგელი“, ავტორი ...
„ტრამალის მგელი“ | |
---|---|
Der Steppenwolf | |
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჰერმან ჰესე |
ქვეყანა | შვეიცარია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | ავტობიოგრაფიული რომანი |
გამომცემელი | S. Fischer Verlag |
გამოცემის თარიღი | 1927 |
ქართულად გამოიცა | 1985 |
გვერდი | 237 |
მომდევნო | ნარცისი და ოქროპირი |
ISBN | ISBN 0-312-27867-5 |
დახურვა
„ტრამალის მგელი“ ქართულად სამჯერაა გამოცემული.