ჩერქეზები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩერქეზები (ადიღ. Адыгэхэр) — ადიღეების საერთო სახელწოდება. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. ჩერქეზებს რუსეთში უწოდებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობას (მ. შ. ყაბარდოელების წინაპრებსაც, რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ XIX საუკუნეში). ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში. ასევე ახლო აღმოსავლეთში, სადაც გადაასახლეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.
სწრაფი ფაქტები ჩერქეზებიАдыгэ черкесы, საერთო მოსახლეობა ...
ჩერქეზები Адыгэ черкесы | |
---|---|
ადიღეს დროშა | |
საერთო მოსახლეობა | |
4-8 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
თურქეთი | 1,400,000-3,000,000 |
რუსეთი | 720,000 |
იორდანია | 180,000 |
სირია | 120,000 |
გერმანია | 40,000 |
ერაყი | 34,000 |
აშშ | 25,000 |
საუდის არაბეთი | 23,000 |
ეგვიპტე | 12,000 |
ისრაელი | 4,000 |
სერბეთი | 2,800 |
უზბეკეთი | 1,600 |
უკრაინა | 1,100 |
ბულგარეთი | 500 |
ნიდერლანდები | 500 |
ენები |
ჩერქეზული ასევე თურქული, არაბული, რუსული, ინგლისური, გერმანული, სპარსული |
რელიგიები |
ძირითადად მუსლიმი ასევე ხაბზე, მართლმადიდებელი და კათოლიკე |
დახურვა