ისრაელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'el; არაბ. إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთიდან, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, იორდანია აღმოსავლეთიდან, ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთიდან, აგრეთვე პალესტინის სახელმწიფო ორი მხრიდან — დასავლეთ ნაპირი აღმოსავლეთიდან და ღაზის სექტორი სამხრეთ-დასავლეთიდან. მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე.[2] 9,7 მილიონი მოსახლეობით,[1] რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა.[3] ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მუსლიმები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.
ისრაელის სახელმწიფო دولة اسرائيل / מדינת ישראל ისრაელი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
'ჰიმნი: 'הַתִּקְוָה - ჰათიკვა (იმედი) "The Hope" |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | იერუსალიმი 31°47′ ჩ. გ. 35°13′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ებრაული, არაბული | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია | |||||
- | პრეზიდენტი | რუვენ რივლინი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ნაფთალი ბენეთი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 20 770 კმ2 (151-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასებით | 9 692 000[1] (91-ე) | ||||
- | 2008 აღწერა | 7 412 200 | ||||
- | სიმჭიდროვე | 387,63 კაცი/კმ2 (34-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $232.7 მილიარდი (44-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $33,299 (22-ე) | ||||
აგი (2007) | 0.932 (მაღალი) (23-ე) | |||||
ვალუტა | ახალი შეკელი (ILS ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ISR | |||||
Internet TLD | .il | |||||
სატელეფონო კოდი | 972 |
ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო[4], და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომელსაც უსწრებდა „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული კერის“ შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით გამოქვეყნებული ბალფურის დეკლარაცია[5]. 1947 წელს, პალესტინაზე ბრიტანული მანდატის ამოწურვის შემდეგ, გაერომ დაამტკიცა პალესტინის ტერიტორიის გაყოფა ორ - ებრაულ და არაბულ ნაწილებად[6], რასაც დაეთანხმნენ ადგილობრივი ებრაელები, ხოლო უარი განაცხადეს არაბებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაზეც მეზობლემა არაბულმა სახემწიფოებმა ომის დაწყებით უპასუხეს, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე, რასაც საფუძვლად ედო ადგილობრივ არაბთა მიერ ყოფილი ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის სრულ ტერიტორიაზე პრეტენზია. ისრაელი თავდაცვითი ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება[7]. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით[8][9]. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში[10]. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია[11][12][13]. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.