ხამეს როდრიგესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო (ესპ. James David Rodríguez Rubio; დ. 12 ივლისი, 1991, კუკუტა) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხამესი. „ევერტონისა“ და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. 2014 წლის ბრაზილიისა და 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
ხამეს როდრიგესი 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო | ||
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 1991 (1991-07-12) (32 წლის) | ||
დაბადების ადგილი | კუკუტა, კოლუმბია | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ევერტონი | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005–2006 | ენვიგადო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2008 | ენვიგადო | 30 | (9) |
2008–2010 | ბანფილდი | 42 | (5) |
2010–2013 | პორტუ | 63 | (25) |
2013–2014 | მონაკო | 34 | (9) |
2014–2020 | რეალ მადრიდი | 85 | (29) |
2017–2019 | → ბაიერნი | 43 | (14) |
2020– | ევერტონი | 5 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007 | კოლუმბია 17 წლ. | 11 | (3) |
2011 | კოლუმბია 20 წლ. | 5 | (3) |
2011– | კოლუმბია | 78 | (22) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 ოქტომბერი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2020 |
2014 წელს ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იყო მიჩნეული.[4][5][6]
ფეხბურთის სპეციალისტების საყოველთაო შეფასებით, იგი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა როგორც ფიზიკური მომზადების, ასევე, ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორც გამთამაშებელს (ე. წ. ფლეიმეიქერს) და შემტევ ნახევარმცველს გააჩნია მოედნის საუცხოო ხედვა — შეტევის ორგანიზების როგორც საწყის, ისე დასკვნით ფაზებში. გუნდის ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებთან, მათ შორის, გამორჩეულ ბრძოლისუნარიანობასა და გამძლეობასთან ერთად — ხასიათდება აგრეთვე, მეტოქეთათვის მოულოდნელი, სწრაფი, არაორდინალური და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების უნარით, რასაც ხშირად გადამწყვეტი წარმატება მოუტანია მისი გუნდისთვის. ფლობს ძლიერ და ზუსტ დარტყმას. მიიჩნევენ თავისი თანამემამულის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლუმბიელი ფეხბურთელის — კარლოს ვალდერამას ღირსეულ მემკვიდრედ.[7][8][9]