ჯონ სკოტის მედალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ სკოტის მედალი (ინგლ. John Scott Medal) — 1816 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც გადაეცემა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ მოღვაწეებს, რომელთა გამოგონებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა „ადამიანის კომფორტი, კეთილდღეობა და ბედნიერება". 1836-1919 წლებში კანდიდატებს წარადგენდა ფრანკლინის ინსტიტუტი (ფილადელფია, პენსილვანიის შტატი). ამჟამად წარდგენილი კანდიდატებიდან ლაურეატებს ირჩევს ფილადელფიის საქალაქო საბჭო.[1]