ჯოტო დი ბონდონე
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოტო დი ბონდონე (იტალ. Giotto di Bondone; დაახლ. 1267-1337), იგივე ჯოტო — იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი შუა საუკუნეების ფლორენციიდან.
სწრაფი ფაქტები ჯოტო, სრული სახელი ...
ჯოტო | |
---|---|
სრული სახელი | ჯოტო დი ბონდონე |
დაიბადა | დაახლ. 1267 |
დაბადების ადგილი | ფლორენციასთან ახლოს, იტალია |
გარდაიცვალა | 8 იანვარი, 1337 |
გარდაცვალების ადგილი | ფლორენცია, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
სფერო | ფერწერა, ფრესკა |
მიმდინარეობა | გოთიკა |
ჟანრი | რელიგიური ხელოვნება[1] , allegory[1] და მითოლოგიური ფერწერა[1] |
ცნობილი ნამუშევრები | სკროვენის კაპელის ფრესკები, კამპანილა |
დახურვა
ჯოტო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფიგურას ხელოვნების ისტორიაში, რომელმაც გაარღვია შუასაუკუნეობრივი ხელოვნების ზღვარი, გადალახა ბიზანტიური ხატმწერული ტრადიციები და გახდა იტალიური რენესანსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჯოტოს აკლდა ანატომიის ის ტექნიკური ცოდნა, რომელიც მისმა შემდგომმა მხატვრებმა განავითარეს. თუმცა მას გააჩნდა უნარი გამოესახა ადამიანური, მიწიერი განცდები და ტრადიციულ რელიგიურ თემატიკაში შეექმნა სიცოცხლით სავსე სახეები.