ჰიჯაზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიჯაზი ასევე ალ-ჰიჯაზი (არაბ. الحجاز, თარგმანში "ბარიერი") — საუდის არაბეთის ისტორიული რეგიონი. დასავლეთიდან ესაზღვრება წითელი ზღვა, ჩრდილოეთიდან იორდანია, აღმოსავლეთიდან ნეჯდი, ხოლო სამხრეთიდან ასირი.[1] მისი მთავარი ქალაქია ჯიდა, თუმცა ის უფრო ცნობილია მუსლიმანებისთვის წმინდა ქალაქებით: მექათი და მედინათი. რეგიონს ეწოდება ბარიერი, რადგან ის ყოფს ნაჯდს თიჰამასგან. მას ასევე უწოდებენ "დასავლეთ პროვინციასაც".[2]
ჰიჯაზის მოსახლეობას აქვს გარკვეული სეპარატისტული გრძნობები და ისინი თავს დანარჩენი არაბეთისგან ცალკე განიხილავენ.[3] ჰიჯაზი არის არაბეთის ნახევარკუნძულზე ყველაზე მეტად კოსმოპოლიტური რეგიონი.[4] ჰიჯაზური არაბულის დიალექტი ახლოსაა ეგვიპტურ არაბულთან.[5]
1916 წელს გამოცხადდა ჰიჯაზის დამოუკიდებლობა. 1924 წელს ის დაიპყრო ნეჯდის მმართველმა - აბდალაზიზ ას-საუდმა, რის შემდეგაც, 1932 წელს, საუდის არაბეთი შეიქმნა.