From Wikipedia, the free encyclopedia
ადელჰაიდ ავსტრიელი (გერმ. Adelheid von Österreich, იტალ. Adelaide d'Austria; დ. 3 ივნისი, 1822, მილანი, იტალია — გ. 20 იანვარი, 1855, ტურინი, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ლომბარდო-ვენეციის ვიცემეფე რაინერ ავსტრიელის ქალიშვილი. სარდინიის დედოფალი 1849-1855 წლებში როგორც ვიტორიო ემანუელე II-ის მეუღლე. იტალიის მეფე უმბერტო I-ის, ესპანეთის მეფე ამადეუს I-ისა და პორტუგალიის დედოფალ მარია პია სავოიელის დედა.
ადელჰაიდ ავსტრიელი | |
---|---|
სარდინიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 მარტი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1855 |
წინამორბედი: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
მემკვიდრე: |
მარგერიტა სავოიელი (როგორც იტალიის დედოფალი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ივნისი, 1822 |
დაბ. ადგილი: | მილანი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 20 იანვარი, 1855, (32 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტურინი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | სუპერგის ბაზილიკა, ტურინი, იტალია |
მეუღლე: | ვიტორიო ემანუელე II, სარდინიის მეფე |
შვილები: |
მარია კლოტილდა, ნაპოლეონის პრინცესა უმბერტო I, იტალიის მეფე ამადეუს I, ესპანეთის მეფე მარია პია, პორტუგალიის დედოფალი |
სრული სახელი: | ადელჰაიდ ფრანცისკა მარია რაინერა ელიზაბეთ კლოტილდა |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | რაინერი, ლომბარდო-ვენეციის ვიცემეფე |
დედა: | მარია ელიზაბეტა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადელჰაიდი დაიბადა 1822 წლის 3 ივნისს, მილანის სამეფო სასახლეში. იგი იყო ლომბარდო-ვენეციის ვიცემეფე რაინერ ავსტრიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ელიზაბეტა სავოიელის ქალიშვილი. მამამისი იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ვაჟი, ხოლო დედამისი სავოიელთა დინასტიის კარინიანოელთა შტოს წარმომადგენელი იყო.
1842 წლის 12 აპრილს, კაჩია-სტუპინიჯის სასახლეში შედგა ერცჰერცოგინია ადელჰაიდ ავსტრიელისა და სარდინიის მეფე კარლო ალბერტო I-ის უფროსი ვაჟის, პიემონტის პრინც ვიტორიო ემანუელე სავოიელის ქორწინება. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა სავოიური დინასტიისა და ჰაბსბურგების დაახლოვებას, რასაც უნდა შეეჩერებინა ავსტრიელთა ძალაუფლების ზრდა იტალიაში.
ვიტორიო ემანუელე ადელჰაიდს პირველი თაობის ბიძაშვილად ერგებოდა, რადგან ისიც სავოიელთა დინასტიის კარინიანოს შტოს წარმომადგენელი იყო. ქორწინებიდან გამეფებამდე ისინი სავოიის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდებას ატარებდნენ.
მის დედამთილს, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელს დიდი გავლენა ჰქონდა თავის ვაჟზე, რის გამოც ადელჰაიდი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მისი ჩრდილის ქვეშ იყო. აღსანიშნავია, რომ ის და თავისი დედამთილი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც იმპერატორ ლეოპოლდ II-ის შვილიშვილები. ადელჰაიდსა და ვიტორიო ემანუელეს, მრავალწლიანი ქორწინებიდან რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ხუთი გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს. ადელჰაიდი მშვიდი და ღვთისმოსავი ქალი იყო, რაც მისი მკაცრი აღზრდით იყო განპირობებული. ამასთან ერთად, იგი ძალიან მოსიყვარულე ცოლი და ქველმოქმედი დედოფალი იყო.
1848 წელს ევროპას რევოლუციის ტალღამ გადაუარა, რომელმაც სარდინიის სამეფოშიც შეაღწია, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუღია. მოდევნო 1849 წელს, მისი მამამთილი, მეფე კარლო ალბერტო I გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე ვიტორიო ემანუელე II გახდა, ადელჰაიდი კი სარდინიის დედოფლად გვევლინება. დედოფლობის პერიოდში მან კიდევ სამი ბავშვი გააჩინა, რომლებიც ჩვილობაშივე გარდაიცვალნენ. 1855 წლის 8 იანვარს ადელჰაიდმა თავისი უკანასკნელი შვილი, ვიტორიო ემანუელე გააჩინა. ამ ამბიდან სულ ოთხ დღეში, 1855 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა მისი დედამთილი, დედოფალი მარია ტერეზია. 16 იანვარს, ახლად ნამშობიარები დედოფალი ადელჰაიდი დედამთილის დაკრძალვას დაესწრო, სადაც იგი გაცივდა და დაქვეითებული იმუნიტეტის გამო დაავადება ძალიან გაურთულდა. მარია ტერეზიას დაკრძალვიდან სულ ოთხ დღეში, 1855 წლის 20 იანვარს, 32 წლის დედოფალი ადელჰაიდ ავსტრიელიც გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სუპერგის სამეფო ბაზილიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ მისმა ქმარმა კიდევ 23 წელი იცოცხლა, მეორედ აღარ დაქორწინებულა. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალებიდან ექვს წელიწადში, 1861 წელს ვიტორიო ემანუელე II-მ ყველა იტალიური სამეფო თავის გვირგვინქვეშ გააერთიანა, თავად კი მისი პირველი მეფე გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.