გერმანული ენა

From Wikipedia, the free encyclopedia

გერმანული ენა
Remove ads

გერმანული ენა (გერმ. Deutsch [ˈdɔʏtʃ]) — გერმანიის, ავსტრიისა და ლიხტენშტაინის ოფიციალური და შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანული ინგლისურთან, ნიდერლანდურთან და ფრიზიულთან ერთად ინდოევროპული ოჯახის დასავლეთ-გერმანიკული ენების ჯგუფს მიეკუთვნება.[1]

სწრაფი ფაქტები
Thumb
Thumb
Remove ads

გავრცელება და სტატუსი

ოფიციალური ენა
ფრანგულთან და ლუქსემბურგულთან ერთად.
ფრანგულთან და ნიდერლანდურთან ერთად.
ფრანგულთან, იტალიურთან და რეტო-რომანულთან ერთად.
გავრცელების არეალი
Remove ads

სიტყვა „deutsch“-ის ეტიმოლოგია

ეტიმოლოგიურად სიტყვა „deutsch“ მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „თიოდა“ (thioda, thiodisk), რაც „ხალხის კუთვნილს“, „ეროვნულს“, „ხალხის ენაზე მოლაპარაკეს“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან მოდის ასევე ლათინური სიტყვა „theodisce“, რომელსაც იმ ერების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომლებიც ლათინურად არ საუბრობდნენ, კერძოდ, ამ შემთხვევაში გერმანელებისა და ნიდერლანდელების. ნიდერლანდელები იმხანად ჯერ კიდევ არ მოიაზრებდნენ თავიანთ თავს გერმანელებისაგან გამოყოფით ცალკე.

Remove ads

ისტორია

სათავეები

გერმანული ენის ისტორია იწყება VIII—IX სს-ში ძველი ზემოგერმანული (Althochdeutsch) დიალექტების საფუძველზე. XIII—XV სს-ში განაგრძობს განვითარებას საშუალო ზემოგერმანულის (Mittelhochdeutsch) სახელწოდებით, XV ს-დან კი სრულიად ახალი სალიტურატურო გერმანული (Neuhochdeutsch) ენა იწყებს ჩამოყალიბებას.[6] უძველესი წერილობითი ძეგლებია: სანტ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორეს ტრაქტატის თარგმანი რაინის ფრანკულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).

გერმანიის ტერიტორიაზე შუა საუკუნებში მრავლად იყო პატარ-პატარა ტერიტორიული წარმონაქმნები, რამაც განაპირობა საკმაოდ განსხვავებული დიალექტების წარმოქმნა. დიალექტთა მრავალფეროვნება ხელს უშლიდა საერთო გერმანული ენისა და კულტურის განვითარებას. ამის გამო, მე-13 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა პოეტებმა და მწერლებმა თავის შემოქმედებაში დიალექტური სიტყვების ხმარება აიკრძალეს. სწორედ ეს დრო ითვლება საერთო გერმანული სამწერლობო, ლიტერატურული ენის შექმნის პირველ მცდელობად.

1521 წელს მარტინ ლუთერმა თარგმნა ახალი, ხოლო 1534 წელს ძველი აღთქმა, რითაც მან განვითარების სრულიად საფეხურზე აიყვანა გერმანული ენა.

ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სალიტერატურო ენა ძირითადად დედაქალაქის დიალექტს ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში. სალიტერატურო ენამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად ჩაანაცვლა ადგილობრივი დიალექტები, ხოლო სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ უფრო მეტად განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობენ.

გერმანული ენის განვითარების პერიოდები

1. 750–1050: ძველი ზემოგერმანული ენა (Althochdeutsch)
2. 1050–1350: საშუალო ზემოგერმანული ენა (Mittelhochdeutsch)
3. 1350–1650: ადრეული ახალი ზემოგერმანული ენა (Frühneuhochdeutsch)
4. 1650–დან: ახალი ზემოგერმანული, ანუ თანამედროვე სალიტერატურო გერმანული ენა (Neuhochdeutsch)

ანბანი

გერმანული ანბანი ჩამოყალიბდა ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 — თანხმოვანი.

А а
//
B b
/ბე/
C c
/ცე/
D d
/დე/
E e
//
F f
/ეჶ/
G g
/გე/
H h
/ჰა/
I i
//
J j
/ჲოთ/
K k
/ქა/
L l
/ელ/
M m
/ემ/
N n
/ენ/
O o
//
P p
/ფე/
Q q
/ქუ/
R r
/ეღ/
S s
/ეს/
T t
/თე/
U u
//
V v
/ჶაუ/
W w
/ვე/
X x
/იქს/
Y y
/იფსილონ/
Z z
/ცეთ/

ხმოვნები: A, a; E, e; I, i; O, o; U; u; Y y.

გარდა ამისა, გერმანულ ენაში არის დამატებითი ნიშნები:

  • Ä, ä — ა უმლაუტით (წარმოითქმის გრძლად, დაახლ. ე:)
  • Ö, ö — ო უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
  • Ü, ü — უ უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
  • ß — ეს ცეტი, ანუ ორმაგი ესი (ახალი მართლწერის წესების თანახმად, ß მხოლოდ გრძელი ხმოვნების და დიფტონგების შემდეგ გამოიყენება.[7] შესაბამისად, „Faß“ (წარმოითქმის [fas]) ჩანაცვლდა „Fass“-ით,[8]groß“ ([ɡroːs]) კი არ შეცვლილა. შვეიცარიაში ß მთლიანად ჩაანაცვლა ss-მა.[7] ß-ის ss-ით მაშინაც გამართლებულა, როცა კლავიატურას არ გააჩნია ß-ღილაკი.[7])

გერმანულ ენაში ბგერა ც-სთვის ორი ასო-ნიშანია: Z და C. თუკი Z, z გამოიყენება გერმანული სიტყვების დასაწერად, იკითხება როგორც „ც“, ხოლო თუ ინგლისური ან ფრანგული სიტყვები წერია ამ ასოთი — როგორც „ზ“. არის შემთხვევები როდესაც ეს ასო გვხვდება იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ენებიდან გადმოტანილ საკუთარ სახელებში. ამ შემთხვევაში ეს ასო შესაბამისი ენის ფონეტიკის მიხედვით წაიკითხება. არსებობს უცხოურ წარმოშობის საკუთარ სახელთა ლექსიკონი, სადაც მითითებულია ამ სახელთა წაკითხვის, წარმოთქმის შესამაბისი წესები.

ასო-ბგერა C დამოუკიდებლად არაგერმანულ, ნასესხებ სიტყვებში, ან უცხოურ საკუთარ სახელებში გვხვდება. გერმანულში მას გამოიყენებენ ასოთა შემდეგ შეთანხმებებში: Ch, ch; Sch, sch; Tsch, tsch; –, chs; –, ck. ამ ორ უკანასკნელს დიდი ვარიანტი არ გააჩნია, რადგან არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ასოთშეთანხმებაზე დაიწყებოდა.

Remove ads

ფონოლოგია

გერმანულ ენას მრავალი დიალექტი აქვს, თუმცა სტანდარტული გერმანულის (ზემოგერმანულის) ფონოლოგია განსხვავებულ დიალექტებზე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა.

ასო V გერმანულ ენაში ორნაირად იკითხება: გერმანული წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც „ჶ“. მაგალითად, Vater, vier, viel, voll და ა.შ.; არაგერმანულ, ძირითადად ლათინურიდან შემოსული სიტყვებში იკითხება როგორ „ვ“. მაგალითად, Revolution, Evolution, Verb, Evaluation, Divergenz და ა. შ..

ასო-ბგერა R-ს რეგიონული ვარიაცია ახასისათებს და შეიძლება გამოითქვას როგორც „რ“, ისე „ღ“.

დიფტონგები და ასოთა კომბინაციები

დიფტონგების არტიკულაციისთვის დამახასიათებელი ორი ბგერის ერთგვარი მოსხლეტით წარმოთქმა.

  • eu — ოი [ɔʏ] (neu (ნოი) — ახალი)
  • äu — ოი [ɔʏ] (träumen (თროიმენ) — ოცნება)
  • ie — იი [iː] (wie (ვი:) — როგორ)
  • ei — აი [aɪ] (eins (აინს) — ერთი)
  • h (თუ ხმოვნის შემდეგ დგას) — აგრძელებს ხმოვანს (gehen (გე:ენ [ˈɡɛːən]— წასვლა)
  • s (ხმოვნის წინ) — ზ [z] (sein (ზაინ)— ყოფნა)
  • s (თანხმოვნის წინ ან სიტყვის ბოლოში) — ს [s] (eins (აინს) — ერთი)
  • st (ფუძის დასაწყისში) — შტ [ʃt] (Straße (შტრასე)— ქუჩა, მაგრამ Frost (ფროსტ) — ყინვა)
  • sp — შპ [ʃp] (später (შპეტერ) — გვიან)
  • g (სიტყვის ბოლოში) — ჰ [ç] (zwanzig (ცვანციჰ) — ოცი)
  • ch — ხ [x] (a, o, u ხმოვნების შემდეგ: Dach (დახ) — სახლის სახურავი, noch (ნოხ) — კიდევ, auch (აუხ) — აგრეთვე). სხვა დანარჩენ შემთხვევებში - ჰ (ich (იჰ) - მე)
  • sch — შ [ʃ] (schlecht (შლეჰთ) — ცუდი)
  • tsch — ჩ [tʃ] (Deutsch (დოიჩ) — გერმანული)
  • ck — კ [k] (Ecke (ეკე) — კუთხე)
Remove ads

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა! — Guten Tag!
  • დილა მშვიდობისა! — Guten Morgen!
  • საღამო მშვიდობისა! — Guten Abend!
  • ღამე მშვიდობისა! — Gute Nacht!
  • გამარჯობა! (ფამილარული ფორმა) — Hallo!
  • გამარჯობა! (ფამილარული ფორმა) — Grüß dich!
  • როგორ ხარ? — Wie geht es dir? / Wie geht's?
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — (Herzlich) Willkommen!
  • გმადლობთ! — Danke! / Danke schön! / Vielen Dank!
  • კი. / არა. — Ja. / Nein.
  • გეთაყვა. — Bitte.
  • ნახვამდის! — Auf Wiedersehen! / Tschüss!
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads