აზად-ქაშმირი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზად-ქაშმირი (ურდუ آزاد جموں و کشمیر) – პაკისტანის დაქვემდებარებაში არსებული თვითმართველი ადმინისტრაციული ერთეული.[1][2][3] ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის დასავლეთით, რომელიც 1947 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომამდე ჯამუ და ქაშმირის სამეფო შტატის ნაწილი იყო.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
აზად-ქაშმირი ურდუ آزاد جموں و کشمیر | |||||
| |||||
ქვეყანა | პაკისტანი | ||||
ადმ. ცენტრი | Muzaffarabad | ||||
შიდა დაყოფა | Mirpur Division, Muzaffarabad Division და Poonch Division | ||||
კოორდინატები | 33°56′17″ ჩ. გ. 73°45′52″ ა. გ. | ||||
მმართველი | Chaudhry Abdul Majeed | ||||
დაარსდა | 24 ოქტომბერი, 1947 | ||||
ფართობი | 13 297 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ურდუ ენა და ინგლისური ენა | ||||
სალაპარაკო ენები | პენჯაბური; პუშტუ | ||||
მოსახლეობა | 4 045 366 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 300 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | ||||
ოფიციალური საიტი | ajk.gov.pk | ||||
აზად-ქაშმირი წარმოადგენს ქაშმირის რეგიონის ნაწილს, რომელიც პაკისტანსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზია. მას ესაზღვრება გილგიტ-ბალტისტანი, რომელთან ერთადაც ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ "პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირად" მიიჩნევა. აზად-ქაშმირის ფართობი გილგიტ-ბალტისტანის ფართობის მეექვსედს შეადგენს.[4] მას ასევე ესაზღვრება პენჯაბის პროვინცია სამხრეტიდან და ხაიბერ-პახტუნხვა დასავლეთიდან. ის ინდოეთის კონტროლირებადი ტერიტორიისგან კონტროლის ხაზითაა გამოყოფილი, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით მის ფართობი შეადგენს 13 297 კვ.კმ.-ს და, ხოლო მოსახლეობა 4 045 366 ადამიანს.
ტერიტირიას ჰყავს ვესტმინსტერის სისტემის პარლამენტი. დედაქალაქს წარმოადგენს მუზაფარაბადი. შტატის კონტიტუციური მმართველი არის პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ხელისუფლება. ერთ-პალატიანი საკანონმდებლო კრება ირჩეს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს. შტატს ჰყავს საკუთარი უზენაესი და უმაღლესი სასამართლოები. პაკისტანის მთავრობაში მას ქაშმირის საქმეების და გილგიტ-ბალტისტანის სამინისტრო წარმოადგენს. აზად-ქაშმირის ასევე არ არის წარმოდგენილი პაკისტანის პარლამენტში.
2005 წლის მიწისძვრამ მოკლა დაახლოებით 100 000 ადამიანი და 3 მილიონამდე უსახლკაროდ დატოვა. მას შემდეგ პაკისტანის მთავრობის და უცხოური ფონდების დახმარებით მიმდინარეობს რეგიონის ინფრასტრუქტურის განახლება. აზად-ქაშმირის ეკონომიკა დიდ წილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, მომსახურების სფეროზე, ტურიზმზე და ბრიტანეთში არსებული დიასპორის ფულად გზავნილებზე. მოსახლეობის დაახლოებით 87% ფლობს ფერმებს.[5] რეგიონში წიგნიერების დონე 72%-ს შეადგენს და პაკისტანის მასშტაბით სკოლაში დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.[6]