პაკისტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკისტანი (ურდუ پاکستان) ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა (ურდუ اسلامی جمہوریہ پاکستان) — ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მსოფლიოს მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანზე მეტია.[9] ფართობის მიხედვით არის 36-ე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, ფართობი მოიცავს 881 913 კმ²-ს. პაკისტანს აქვს 1046 კმ სანაპირო ხაზი არაბეთის ზღვისა და სამხრეთში ომანის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, დასავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, შესაბამისად, ჩინეთს. იგი გამოეყოფა ტაჯიკეთს ავღანეთის ვიწრო ვახანის დერეფნით ჩრდილოეთში და ასევე იყოფს საზღვაო საზღვარს ომანთან.
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Īmān, Ittiḥād, Naẓm ایمان، اتحاد، نظم[1] რწმენა, ერთობა, დისციპლინა |
||||||
ჰიმნი: პაკისტანის ჰიმნი[2] |
||||||
პაკისტანის მდებარეობა მსოფლიოში
|
||||||
დედაქალაქი | ისლამაბადი 33°40′ ჩ. გ. 73°10′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | კარაჩი | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული ეროვნული ენები | ურდუ | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | ||||||
ეთნიკური ჯგუფები (2016) | 44,68 % პენჯაბელები 15,42 % პუშტუნები 14,1 % სინდჰები 8,38 % სერაიკები 7,57 % მუჰაჯირები 3,57 % ბელუჯები 6,28 % სხვა[9] |
|||||
რელიგია | 96,4 % ისლამი (ოფიციალური) 3,6 % სხვა |
|||||
ეთნოქორონიმი | პაკისტანელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | არიფ ალვი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | შეჰბაზ შარიფი | ||||
- | სენატის თავმჯდომარე | სადიქ სანჯრანი | ||||
- | ასამბლეის თავმჯდომარე | რაჯა ფერვაიზ აშრაფი | ||||
- | მთავარი მოსამართლე | უმარ ათა ბანდიალი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პაკისტანის პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | პაკისტანის სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | პაკისტანის ეროვნული ასამბლეა | ||||
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსგან | ||||||
- | იდეა[10] | 29 დეკემბერი 1930 | ||||
- | დეკლარაცია | 28 იანვარი 1933 | ||||
- | რეზოლუცია | 23 მარტი 1940 | ||||
- | დომინიონი | 14 აგვისტო 1947 | ||||
- | ისლამური რესპუბლიკა | 23 მარტი 1956 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 881 913 კმ2 (33-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.86 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2016 შეფასება | 201 995 540[11] (მე-6) | ||||
- | სიმჭიდროვე | 244,4 კაცი/კმ2 (56-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასება | |||||
- | სულ | $1.060 ტრილიონი[12] (25-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $5,374[12] (137-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2017 შეფასება | |||||
- | სულ | $304.4 მილიარდი[13] (42-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $1,468[12] (145-ე) | ||||
ჯინი (2013) | 30.7[14] საშუალო |
|||||
აგი (2015) | 0.550[15] საშუალო · 147-ე |
|||||
ვალუტა | პაკისტანური რუპია (₨) (PKR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | პსდ (UTC+05:00) | |||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +92 | |||||
ISO 3166 კოდი | PK | |||||
ინტერნეტ-დომენი | .pk | |||||
საიტი www.pakistan.gov.pk |
ტერიტორია, რომელსაც დღეს პაკისტანი ეწედობა, ცივილიზაციის აკვანად ითვლება,[16][17][18][19][20] რომელიც ადრე რამდენიმე უძველესი კულტურის სამშობლო იყო, მათ შორის ნეოლითის მერგარჰი და ბრინჯაოს ხანის ინდის ცივილიზაცია, ხოლო მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სასულიერო და კულტურული ერების სამეფო არსებობდა, მათ შორის ჰინდუბების, ინდო-ბერძნების, მუსლიმების, თურქ-მონღოლების, ავღანელებისა და სიქების. ტერიტორიას მმართავდა ან იმყოფებოდა მრავალი იმპერიებისა და დინასტიის შემადგენლობაში, მათ შორის სპარსეთის აქემენიანთა იმპერია, ალექსანდრე მაკედონელი, ინდოეთის მაურიების იმპერია, არაბების ომაიანთა სახალიფო, დელის სასულთნო, მონღოლთა იმპერია, დიდ მოგოლთა იმპერია, დურანის სახელმწიფო, სიქებისს იმპერია, და ბოლოს ბრიტანეთის იმპერია.
პაკისტანი უნიკალურია მუსლიმურ ქვეყნებს შორის იმით, რომ იგი ერთადერთი ქვეყანას, რომელიც შეიქმნა ისლამის სახელით (ისლამისთვის).[21][22] პაკისტანის მოძრაობის შედეგად, რომლის სათავეში მუჰამედ ალი ჯინა იდგა და სუბკონტინენტის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 1947 წელს შეიქმნა პაკისტანის სახელმწიფო, როგორც სამხრეთ აზიის მუსლიმების დამოუკიდებელი სამშობლო.[23] სახელმწიფო ეთნიკურად და ენობრივად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ისევე, როგორც მრავალფეროვანია გეოგრაფიულად და ველური ბუნებით. თავდაპირველად როგორც დომინიონმა, პაკისტანმა მიიღო თავისი კონსტიტუცია 1956 წელს და გახდა ისლამური რესპუბლიკა. 1971 წელს, ეთნიკური სამოქალაქო ომის შედეგად, აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ბანგლადეში. 1973 წელს, პაკისტანმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მის ადრე არსებულ საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსს ინარჩუნებდა, ფედერალური მთავრობით ისლამაბადში, რომელიც შედგებოდა ოთხი პროვინციისა და ოთხი ფედერალური ტერიტორიისგან. ახალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამის წესებს, როგორც ყურანს, ასევე სუნას.[24]
რეგიონალური[25][26][27] და საშუალო ძალა,[28][29][30] პაკისტანი მსოფლიოში მეექვსეა შეიარაღებული ძალების სიმძლავრით, რომელიც ასევე ბირთვული ძალაა, ასევე სამხრეთ აზიაში მეორე და მუსლიმურ სამყაროში ერთადერთი დეკლარირებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა. პაკისტანს, ნახევრად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, კარგად ინტეგრირებული სოფლის მეურნეობისა და მზარდი მომსახურების სექტორი აქვს.[31][32] პაკისტანის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის მიხედვით მსოფლიოს 24-ე უმსხვილესი ეკონომიკაა და ნომინალური მშპ-ის თვალსაზრისით, 41-ე უდიდესი ეკონომიკაა. ქვეყანა მსოფლიოს განვითარებადი და ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოს[33][34] ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი საშუალო კლასის ეკონომიკა გააჩნია.[35][36]
პაკისტანის პოსტ-დამოუკიდებლობის ისტორია ხასიათდება სამხედრო მმართველობისა და 2008 წლიდან მოყოლებული დემოკრატიის გარდამავალი პერიოდებით, ასევე მეზობელ ინდოეთთან კონფლიქტიდ. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას პრობლემებთან, როგორიცაა გაუნათლებლობა, ჯანდაცვა და კორუფცია, მაგრამ არსებითად შემცირდა სიღარიბისა[37] და ტერორიზმის[38] მაჩვენებელი და გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი.[39] პაკისტანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, ეთოს, SAARC-ის, განვითარებადი რვიანის, G20 განვითარებადი ერების ორგანიზაციის, ჯგუფი 24-ის, ჯგუფი 77-ისა და ეკოსოსის წევრია. ასევე ცერნის ასოცირებული წევრია. პაკისტანი კიოტოს ოქმის, პარიზის შეთანხმებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ხელმომწერი ქვეყანა.