From Wikipedia, the free encyclopedia
ათეული — ქვედანაყოფი,[1] რომელიც ქვეითი ოცეულის შემადგენლობაშია და იმართება სერჟანტის ან კაპრალის მიერ.[2] ავსტრალიურ, კანადურ და სხვა ქვეყნების არმიებში, რომლებიც ბრიტანული სამხედრო ტრადიციების მატარებლები არიან, ათეულს სექციას უწოდებენ. მსოფლიო არმიების უმეტესობაში ათეული შედგება 8-დან 14-მდე სამხედროსაგან[3] და ძირითადად კიდევ იყოფა საცეცხლე ჯგუფებად.
სამხედრო ორგანიზაცია | ||
---|---|---|
ერთეული | რაოდენობა | მეთაური |
საცეცხლე ჯგუფი | 2-4 | უმცროსი კაპრალი/ კაპრალი |
ათეული/სექცია |
8-14 | კაპრალი/ სერჟანტი/ შტაბის სერჟანტი |
ოცეული |
15-45 | ლეიტენანტი |
ასეული/ ბატარეა/ ესკადრა |
80-150 | კაპიტანი / მაიორი |
ბატალიონი / კოჰორტა |
300-800 | ვიცე-პოლკოვნიკი |
პოლკი(რეჯიმენტი) / ბრიგადა / ლეგიონი |
1,000–5,500 | პოლკოვნიკი /ბრიგადის გენერალი |
დივიზია | 10,000–25,000 | გენერალ-მაიორი |
კორპუსი | 30,000–50,000 | გენერალ-ლეიტენანტი |
საველე არმია | 100,000–300,000 | გენერალი |
საარმიო დაჯგუფება /ფრონტი |
2+ საველე არმია | ფელდმარშალი / ხუთვარსკვლავიანი გენერალი |
სამხედრო რეგიონი/ საომარ მოქმედებათა თეატრი |
4+ საარმიო დაჯგუფება | ექვს ვარსკვლავიანი გენერალი/ მთავარსარდალი |
ნატოს სტანდარტული სიმბოლო – ათეული (7 ან 8 – 12 ჯარისკაცი) – ნატო-ს შეიარაღებული ძალებში.
ინგლისი/აშშ | საფრანგეთი | გერმანია | რუსეთი | პოლონეთი | ჩეხეთი, სლოვაკეთი |
---|---|---|---|---|---|
squad | Groupe de combat | Gruppe Rotte (Luftfahrt) |
Отделение (Otdelenie) | Drużyna | Družstvo |
ათეულის ექვივალენტი გერმანულ ბუნდესვერში, ავსტრიულ ბუნდესჰეერში და შვეიცარიულ არმიაში არის ე.წ "გღუპე" (გერ. Gruppe), რომელიც 8-დან 12-მდე სამხედროსაგან შედგება.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, ვერმახტის ათეულის მთავარ შემადგენელ კომპონენტსა და ძირითად დამრტყმელ ძალას საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი წარმოადგენდა, ძირითადად MG34 და MG42 (მათ ძირითადად მსუბუქი ტყვიამფრქვევის როლი ჰქონდათ). ათეული შედგებოდა ათი ადამიანისაგან: მეთაური,რომელიც ინიშნებოდა სერჟანტთა ან უნტერ ოფიცრების შემადგენლობიდან, მეთაურის თანაშემწე, მეტყვიამფრქვევეთა სამ კაციანი ჯგუფი (მსროლელი, დამხმარე მსროლელი და ტყვიაწამლის გადამტანი) და 5 ქვეითი. ათეულის მეთაური თავდაპირველად შაშხანით იყო აღჭურვილი, მაგრამ 1941 წლის შემდეგ მათ უკვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები დაურიგდათ. მეტყვიამფრქვევე და მისი დამხმარე პისტოლეტებით, ხოლო მეთაურის თანაშემწე და დანარჩენი ქვეითები შაშხანებით იყვნენ აღჭურვილნი. ქვეითები ასევე ატარებდნენ დამატებით ტყვია-წამალს, ხელის ყუმბარებს, ასაფეთქელ საშუალებებს და ზოგჯერ ტყვიამფრქვევის სამფეხა სადგამებსაც, რომელიც უფრო ზუსტისროლის საშუალებას აძლევდა მეტყვიამფრქვევეს. ასევე იგეგმებოდა ქვეითთა ძირითადი შაშხანის, Mauser 98k-ს ჩანაცვლება Gewehr 43-ით და სამომავლოდ სრულიად ათეულის(გარდა მეტყვიამფრქვევისა) სრულად STG-44-ით აღჭურვა.
ისტორიულად, "ათეული" წარმოადგენდა აშშ-ის არმიის სექციის ქვედანაყოფს, რომელიც 2-დან 12-მდე სამხედროსგან შედგებოდა და ძირითადად გამოიყენებოდ ვარჯიშებისთვის და ადმინისტრაციული მიზნებისთვის .[4] ყველაზე მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფად რჩებოდა სექცია, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "ნახევარი ოცეული" (ოცეული ასევე მოიხსენიება როგორც "ნახევარი ასეული")
"ათეულის" "მეთაური" (1891 წლამდე ასეთი პოზიცია არ არსებობდა არმიაში) შესაძლოა ყოფილიყო სერჟანტი (როდესაც სექციაში მხოლოდ ერთი კაპრალი ირიცხებოდა, პირველ "ათეულს" მეთაურობდა სერჟანტი, ხოლო კაპრალი ითავსებდა სექციის მეთაურის თანაშემწის ფუნქციას და მეთაურობდა მეორე "ათეულს"), კაპრალი (ისეთ სექციებში სადაც ორი კაპრალი ირიცხებოდა), უმცროსი კაპრალი, პირველი კლასის რიგითი ან ჩვეულებრივი რიგითი (მეორე მსოფლიო ომამდე ბევრი დიდი ხნის ნამსახურები და გამოცდილი რიგითი მსახურობდა არმიაში)
1891 წელს, აშშ-ს არმიამ ოფიციალურად განსაზღვრა ქვეითთა ათეულის შემადგენლობა ( შვიდი რიგითი და ერთი კაპრალი) [5]. არმია 1930-იანი წლების (მათ შორის პირველ მსოფლიო ომში) მიწურულამდე ე.წ კვადრატული დივიზიის (დივიზიის მოწყობის ტიპი) მოწყობის გეგმით ხელმძღვანელობდა , სადაც სერჟანტები ისევ ორი ათეულისგან შემდგარ სექციებს მეთაურობდნენ
მას შემდეგ, რაც ე.წ კვადრატული დივიზია ჩაანაცვლა ე.წ სამკუთხა დივიზიამ, ქვეითთა ათეულები აღარ შედიოდნენ სექციათა შემადგენლობაში.[6]ამის ნაცვლად, ათეული ყალიბდებოდა 12 ადამიანისგან, რომელიც იყოფოდა სამ ჯგუფად: ეიბლი (ინგ. Able), ბეიკერი (ინგ. Baker )და ჩარლი (ინგ. Charlie)[7]. ათეული ემორჩილებოდა ოცეულის მეთაურს (ძირითადად უმცროსს ლეიტენანტს), რომელსაც ასისტენტობას სერჟანტი უწევდა. ათეულის მეთაურად კი ინიშნებოდა კაპრალი, რომლის დახმარეც პირველი კლასის რიგითი იყო (ისინი როგორც წესი ათეულის მზვერავები იყვნენ). სამხედროს შეეძლო ემსახურა,როგორც შიკრიკს, რომლის მოვალეობაც ათეულისა და ოცეულის მეთაურებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა იყო. ასევე, მას ევალებოდა ათეულის სხვა ელემენტებისთვის ბრძანების გადაცემა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სამხედროების უმეტესობას რიგითის წოდება ჰქონდა და დაწინაურების შანსი ძალიან მცირე იყო. ამის გამო, ათეულში მხოლოდ ერთი კაპრალი იყო, რაც საერთო ჯამში პრობლემებს ქმნიდა. 1940 წელს წესი შეცვალეს და ათეულს მეორე კაპრალიც დაუმატეს.
რეგულაციებმა ათეულის მეთაურის წოდება სერჟანტამდე,ხოლო მისი თანაშემწის კაპრალამდე გაზრდა. ოცეულის მეთაურად კი უკვე შტაბის სერჟანტი დაინიშნა(1920 წელს სერჟანტთა და რიგითთა რანჟირების სტრუქტურა გამარტივდა და მოიცავდა შვიდ ხარისხსს, რომელიც მერყეობდა მასტერ სერჟანტიდან (1-ლი ხარისხი) რიგითამდე (მე-7 ხარისხი)). ახალი რეგულაციების მიხედვით, ათეულში ორი სამხედრო მზვერავად მსახურობდა, რომელთან ერთად იყო ათეულის მეთაურიც. ისინი აყალიბებდნენ უსაფრთხოების ელემენტეს და მათ ეწოდებოდათ ჯგუფი "ეიბლი" (ინგ. Able). მეორე ელემენტს ერქვა "ბეიკერი" (ინგ. Baker ) და იგი ბრაუნინგის ავტომატური შაშხანით (ინგ. BAR) - ით აღჭურვილი ჯგუფისგან შედგებოდა, სადაც ერთი იყო მსროლელი, მეორე დამხმარე, ხოლო მესამე ტყვია-წამლის გადამტანი. ამ ჯგუფის მიზანს ძლიერი მხარდამჭერი ცეცხლის წარმოება და სხვა ჯგუფების დაზღვევა წარმოადგენდა. მესამე და ბოლო ელემენტს კი წარმოადგენდა ჯგუფი "ჩარლი" (ინგ. Charlie), რომელშიც 5 შაშხანით აღჭურვილი ქვეითი და მეთაურის თანაშემწე ირიცხებოდა. დანიშნულებიდან გამომდინარე ჯგუფ "ჩარლის" სამანევრო ელემენტი ეწოდებოდა, რადგან მათ ძირითად ამოცანას მტრის ფლანგიდან შემოვლა და შეტევა იყო.
დღესდღეობით, აშშ-ის არმიის ქვეითთა ათეული შედგება ცხრა სამხედროსგან, რომელიც იყო ორ ოთხკაციან საცეცხლე ჯგუფად და იმართება ათეულის მეთაურის მიერ. მეთაურის წოდებაა შტაბის სერჟანტი (კოდი E6) , ხოლო საცეცხლე ჯგუფების მეთაურების კი სერჟანტი. მექანიზირებული ქვეითების ან სტრაიკერის ქვეითები რაზმები აღჭურვილნი არიან M2A3 Bradley -ისა და M1126 Stryker–ის ტიპი ქვეითა საბრძოლო მანქანებით (ქსმ). ამასთან, ქსმ–ს ეკიპაჟი (M2A3- სამი, M1126 - ორი) ათეულის 9 კაციანი ჯგუფის ნაწილად ითვლება და არ ემატება რაოდენობრივად მათ. [8] ტერმინი ათეული ასევე გამოიყენება ჯგუფების აღსანიშნავად, რომელიც ემსახურებიან გარკვეული ტიპის იარაღს (მაგალითად ქვემეხებს, ასევე ცვალებადია მათი რაოდენობაც იარაღის ტიპიდან გამომდინარე). ასევე სამხედრო პოლიციისა (შედგება თორმეტი სამხედროსაგან და იყოფა სამ ოთხ-კაციან ჯგუფად, თავიანთი სამი მეთაურით) და სამხედრო ინჟინერების ქვედანაყოფების აღსანიშნავად.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ათეული ძირითადად სამი საცეცხლე ჯგუფისგან შედგება, თითოეულში ოთხი სამხედროთი. ათეულს ძირითადად სერჟანტი ან კაპრალი მეთაურობს. სხვა ტიპის ათეულები შეიცავენ სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს სპეცფიკური შეიარაღებთ: მაგალითად: 7.62მმ კალიბრის საშუალო ტყვიამფრქვევს, 50 კალიბრიან ან 40მმ-იან მძიმე ტყვიამფრქვევს, 60–მმიან ნაღმმტყორცნს, 81მმ-იან ნაღმმტყორცნს, Javelin–ის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსს, TOW-ის ტანსკაწინააღმდეგო რაკეტას თუ სხვა. ამ ათეულებში შემავალი სამხედროების რაოდენობა მერყეოფს სამიდან 60მმ-იანი ნაღმტყორცნის ჯგუფი) რვმადე (Javelin-ის კომპლექსის ათეული) და დამოკიდებულია იარაღის ტიპზე. 2018 წლის 9 მაისს გამოცხადდა, რომ საზღვაო ქვეითთა ტიპური ათეულის შემადგენლობა 13-დან შემცირდებოდა 12-მდე. ახალი სისტემის მიხედვით ათეულში ისევ სამი საცეცხლე ჯგუფი იქნება 3 საზღვაო ქვეითით თითოში დამატებით ორი ახალი პოზიციით: ათეულის მოადგილე და ათეულის სისტემათა ოპერატორი[9]
აშშ საჰაერო საძლების ათეული ყალიბდება სამი საცეცხლე ჯგუფისგან, თითოეულში ოთხი წევრით, რომელთაც სტაფ სერჟანტი ან უფროსი რიგითი ჯარისკაცი (Senior airman), ხოლო ათეულს კი სტაფ ან ტექ სერჟანტი მეთაურობს.
ათეულის მეთაურთა წოდებები სხვადასხვა ქვეყანაში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.