From Wikipedia, the free encyclopedia
აისლებენი (გერმ. Lutherstadt Eisleben) — ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში. ეს პატარა ქალაქი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რადგან ის მარტინ ლუთერის სამშობლოა, აქედან გამომდინარეობს მისი გერმანული სახელიც ლუთერშდატდ-აისლებენი. 2009 წელს, ქალაქის მოსახლეობა 25 703 ადამიანს შეადგენდა.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აისლებენი გერმ. Lutherstadt Eisleben | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | საქსონია-ანჰალტი | ||||
კოორდინატები | 51°31′00″ ჩ. გ. 11°33′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Carsten Staub[1] | ||||
ფართობი | 143.87 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 114 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
მოსახლეობა | 22 639 (31 დეკემბერი, 2022)[2] | ||||
სიმჭიდროვე | 170 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1[3] და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 03475, 034773 და 034776 | ||||
საფოსტო ინდექსი | 06295 | ||||
საავტომობილო კოდი | MSH | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.eisleben.eu/ | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 783 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აისლებენი ორად, ძველ და ახალ ქალაქადაა გაყოფილი. ახალი ქალაქი XIV საუკუნეში მაღაროელებმა ააშენეს.
აისლებენი პირველად მოხსენიებულია 997 წელს, როგორც ბაზარი, რომელსაც ისლებია ერქვა, ხოლო უკვე 1180 წლიდან იხსენიება როგორც ქალაქი. 1780 წლამდე ის ქალაქ მანსფელდის შემადგენლობაში შედიოდა, 1780 წლიდან კი საქსონიის საკურფიურსტოში. 1815 წლიდან პრუსიის შემადგენლობაში შევიდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საქსონია-ანჰალტის მხარეში.
პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი აისლებენში 1483 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მამამისი, ჰანს ლუთერი, ქალაქის ბევრი სხვა მცხოვრების მსგავსად მაღაროელი იყო. მარტინი სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად მანსფელდში გადავიდა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი კი ქალაქ ვიტენბერგში გაატარა, მაგრამ შემთხვევითობის თუ ბედის განგებით, თავის ბოლო ქადაგება, სადაც იგი აღესრულა კიდეც, სწორედ აისლებენში ჩაატარა (1546 წ.)
1996 წელს, ქალაქის მარტინ ლუთერთან დაკავშირებული მემორიალური ადგილები, ქალაქ ვიტენბერგის ანალოგიურ ადგილებთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.