ალექსანდროვსკ-სახალინსკი
ქალაქი რუსეთში, სახალინის ოლქში / From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდროვსკ-სახალინსკი (რუს. Александровск-Сахалинский) — ქალაქი რუსეთში, სახალინის ოლქში, ალექსანდროვსკ-სახალინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 9346 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს კუნძულ სახალინის აღმოსავლეთ ნაწილში, თათრის სრუტის სანაპიროზე, აღმოსავლეთ სახალინის მთების ძირში; რკინიგზის სადგურ ტიმოვსკოედან 60 კმ-ში, ზონალნოეს აეროპორტიდან 75 კმ-ში. მოქმედებს საავტომობილო გზა ალექნანდროვსკ-სახალინსკი—ხოლმსკი. მსხვილი პორტი (კუნძულზე უძველესი). წარმოიშვა 1862 წელს, როგორც დასახლება ალექსანდროვკა (სლობოდკა), რომელში 1881 წელს ალექსანდროვკის სამხედრო პოსტი დაარსდა. 1884 წელს გახდა სახალინის ადმინისტრაციული ცენტრი, კუნძულის უფროსის ადგილსამყოფელი (1894 წლიდან სამხედრო გუბერნატორისა). 1909 წლიდან სახალინის ოლქის ცენტრია. 1917 წელს გარდაიქმნა ქალაქ ალექსანდროვსკად. 1920–1925 წლებში დაკავებული იყო იაპონელი მებრძოლების მიერ. 1926 წლიდან თანამედროვე სახელს ატარებს, იყო შორეული აღმოსავლეთის მხარისა (1926–1932) და სახალინის ოლქის საოლქო ცენტრი (1932–1947).
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალექსანდროვსკ-სახალინსკი | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ფედერაციის სუბიექტი | სახალინის ოლქისახალინის ოლქი | ||
საქალაქო ოკრუგი | ალექსანდროვსკ-სახალინსკი | ||
კოორდინატები | 50°54′00″ ჩ. გ. 142°09′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1869 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1917 | ||
ფართობი | 22 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 31 მ | ||
კლიმატის ტიპი | ზომიერი | ||
ოფიციალური ენა | რუსული | ||
მოსახლეობა | 9346[1] კაცი (2019) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+11 | ||
სატელეფონო კოდი | +7 42434 | ||
საფოსტო ინდექსი | 694420 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.aleks-sakh.ru/ | ||
აღსანიშნავია კულტურულ-ისტორიული ძეგლები: 15 მაისის სახელობის მოედანი (1925 წელს ჩრდილოეთ სახალინის იაპონელთაგან განთავისუფლების პატივსაცემად), ყოფილი ხაზინის შენობა (1880, დღეს ხელოვნების სახლი), ალექსანდროვსკ-სახალინსკთან ახლის, ჟონკიერის კონცხზე მდებარეობს შუქურის შენობა (1864); მუზეუმები: მხარეთმცოდნეობისა და ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი „ჩეხოვი და სახალინი“ (1890 წელს ალექსანდროვსკ-სახალინსკს ეწვია ა. პ. ჩეხოვი). ალექსანდროვსკ-სახალინსკი — სახალინის ქვანახშირის წარმოების ცენტრი, ქალაქთან ახლოს არის შახტა „მგაჩი“; ტყისა და თევზის მრეწველობის საწარმოები.
მოქმედებს სამთო ტექნიკუმი, სამედიცინო და პედაგოგიური სასწავლებელი, თეატრი.[2]