რუსეთი
ქვეყანა ევრაზიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[5][6] (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.
რუსეთის ფედერაცია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: რუსეთის ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მოსკოვი 55°45′ ჩ. გ. 37°37′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | რუსული | |||||
მთავრობა | შერეული რესბულიკა[1] ავტორიტარულ დიქტატურის პირობებში[2][3][4] | |||||
- | პრეზიდენტი | ვლადიმირ პუტინი | ||||
- | პრ.-მინისტრი | მიხეილ მიშუსტინი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 17 075 400 კმ2 (პირველი) | ||||
- | წყალი (%) | 13 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 143 666 931 (მე-9) | ||||
- | 2010 აღწერა | 145 274 019 | ||||
- | სიმჭიდროვე | 8,39 კაცი/კმ2 (217-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.264 ტრილიონი (მე-6) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $15,948 (52-ე) | ||||
აგი (2007) | 0.817 (მაღალი) (71-ე) | |||||
ვალუტა | რუსული რუბლი (RUB ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00-დან UTC+12:00-მდე | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00-დან UTC+13:00-მდე (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | RUS | |||||
Internet TLD | .ru, .рф | |||||
სატელეფონო კოდი | 7 |
რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 146 მილიონ ადამიანს[7]. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40 % ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.
რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის 988 წელს. ბიზანტიურმა და სლავურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.
დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვე იმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრავალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.
იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმის პროპაგანდირება მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა.[8][9][10] რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თანდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია. უკრანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარეს,[11][12][13][14] ხოლო ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა.[15]