ალისა ფრეინდლიხი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალისა ფრეინდლიხი (რუს. Али́са Бру́новна Фре́йндлих; დ. 8 დეკემბერი, 1934, ლენინგრადი, სსრკ) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, სიმღერების შემსრულებელი; სსრკ სახალხო არტისტი (1981). კ. ს. სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1976), რუსეთის ფედერაციის სამი სახელმწიფო პრემიის (1996, 2001, 2008) და რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის (2010) მფლობელი. 1983 წლიდან — რუსეთის გ. ა. ტოვსტონოგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული დიდი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი.[1]
ალისა ფრეინდლიხი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1934 (1934-12-08) (89 წლის) ლენინგრადი, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ რსფსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) |
ვლადიმერ კარასიოვი, იგორ ვლადიმიროვი, იური სოლოვეი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი (1981) |
ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით ფილმები შედიოდა ეროვნული კინოს „ოქროს ფონდში“.[2] ყველაზე ცნობილია კინოფილმებით: „ჭილის ქუდი“ (1974), „ანა და კომანდორი“ (1974), „აგონია“ (1975), „სამსახურებრივი რომანი" (1977), „დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი“ (1978), „სტალკერი“ (1979), „სასტიკი რომანსი“ (1984) და სხვა. ქართველმა მაყურებელმა ის უფრო კარგად 1973 წლის ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ გაიცნო, სადაც ცეკვის მასწავლებლის როლს ასრულებდა.