სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924-1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო [4], დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.
|
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სანქტ-პეტერბურგი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სანქტ-პეტერბურგი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი |
---|
სანქტ-პეტერბურგი გერმ. Sankt Petersburg |
|
დროშა
| გერბი |
| |
|
ქვეყანა |
რუსეთი |
---|
დაქვემდებარება |
ფედერალური ქალაქი |
---|
ფედერალური ოლქი |
ჩრდილო-დასავლეთი რუსეთიჩრდილო-დასავლეთი რუსეთი |
---|
შიდა დაყოფა |
კრონშტადტი[1] , მე-15 მუნიციპალური ოლქი[1] , 21-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 54-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 65-ე მუნიციპალური ოლქი[1] , მე-7 მუნიციპალური ოლქი[1] , ავტოვო[1] , ადმირალტეისკის ოლქი[1] , აკადემიჩესკოე[1] , ალექსანდროვსკაია[1] , აპტეკარსკის კუნძული[1] , ბელოოსტროვი[1] , ბოლშაია ოხტა[1] , ვასილიევსკი[1] , ვედენსკი[1] , გავანი[1] , გაგარინსკოე[1] , გორელოვო[1] , გრაჟდანკა[1] , დაჩნოე[1] , ეკატერინგოფსკი[1] , ზვიოზდნოე[1] , ზელენოგორსკი[1] , ივანოვსკი[1] , იზმაილოვსკოე[1] , კნიაჟევო[1] , კოლომნა[1] , კოლომიაგი[1] , კოლპინო[1] , კომაროვო[1] , კომენდანტსკი აეროდრომი[1] , კონსტანტინოვსკოე[1] , კრასნენკაია რეჩკა[1] , კრასნოე-სელო[1] , კრონვერკსკოე[1] , ლახტა-ოლგინო[1] , ლევაშოვო[1] , ლისი-ნოსი[1] , ლომონოსოვი[1] , მალაია-ოხტა[1] , მეტალოსტროი[1] , მოლოდიოჟნოე[1] , მორსკიე-ვოროტა[1] , მორსკოი[1] , მოსკოვსკაია ზასტავა[1] , ნარვსკი[1] , ნაროდნი[1] , ნევსკაია ზასტავა[1] , ნევსკი[1] , ნოვოიზმაილოვსკოე[1] , ობუხოსკი[1] , ოზერო დოლგოე[1] , ოკერვილი[1] , პეტროვსკი[1] , ოსტროვ დეკაბრისტოვ[1] , პავლოვსკი[1] , პარგოლოვო[1] , პარნასი[1] , პესოჩნი[1] , პეტერგოფი[1] , პეტრო-სლავიანკა[1] , პისკარიოვკა[1] , პოლიუსტროვო[1] , პონტონი[1] , პოროხოვიე[1] , პოსადსკი[1] , პრავობერეჟნი[1] , პრომეტე[1] , პულკოვსკი მერიდიან[1] , პუშკინი[1] , რეპინო[1] , რჟევკა[1] , რიბაცკოე[1] , სამპსონიევსკოე[1] , საპიორნი[1] , სვეტლანოვსკოე[1] , სევერნი[1] , სემიონოვსკი[1] , სენოე[1] , სეროვო[1] , სესტრორეცკი[1] , სმოლიაჩკოვო[1] , სონეჩნოე[1] , სოსნოვაია პოლიანა[1] , სოსნოვსკოე[1] , სტრელნა[1] , ტიარლევო[1] , ულიანკა[1] , ურიცკი[1] , უსტ-იჟორა[1] , უშკოვო[1] , ფინლიანდსკი[1] , ჩიორნაია რეჩკა[1] , ჩკალოვსკოე[1] , შუვალოვო-ოზერკი[1] , იუგო-ზაპად[1] , იუჟნო-პრიმორსკი[1] , იუნტოლოვო[1] , 72-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 75-ე მუნიციპალური ოლქი[1] , ბალკანსკი[1] , ვლადიმირსკი[1] , ვოლკოვსკოე[1] , გეორგიევსკი[1] , დვორცოვი[1] , კუპჩინო[1] , ლიგოვკა-იამსკაია[1] , ლიტეინი[1] , 78-ე მუნიციპალური ოლქი[1] , სმოლნინსკოე[1] და შუშარი[1] |
---|
კოორდინატები |
59°57′00″ ჩ. გ. 30°19′00″ ა. გ. |
---|
გუბერნატორი |
გიორგი პოლტავჩენკო |
---|
დაარსდა |
27 მაისი, 1703 |
---|
ადრეული სახელები |
1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი 1924 წლამდე — პეტროგრადი 1991 წლამდე — ლენინგრადი |
---|
ფართობი |
1439±1 კმ² |
---|
ცენტრის სიმაღლე |
3 მეტრი |
---|
ოფიციალური ენა |
რუსული ენა |
---|
მოსახლეობა |
5 384 342 (1 იანვარი, 2021)[2] |
---|
ეროვნული შემადგენლობა |
რუსები — 92,5 % უკრაინელები — 1,5 % ბელარუსები — 0,9 % თათრები — 0,7 % ებრაელები — 0,6 % უზბეკები — 0,5 % |
---|
სასაათო სარტყელი |
მოსკოვის დრო, UTC+3 და ევროპა/მოსკოვი[3] |
---|
სატელეფონო კოდი |
812 |
---|
საფოსტო ინდექსი |
199406 და 190000 |
---|
საავტომობილო კოდი |
78, 98, 178 და 198 |
---|
ოფიციალური საიტი |
http://gov.spb.ru |
---|
|
|
დახურვა
ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი. სანქტ-პეტერბურგს 1965 წელს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭეს.
მოსახლეობა 5 131 942 ადამიანია (2014). სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე, მოსკოვის შემდეგ[5]. ქალაქი, სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია, ფართობი — 1439 კმ², ამავე მაჩვენებლითაც მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში.
სანქტ-პეტერბურგი — რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული[6]. ქალაქი, ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობებია: ერმიტაჟი, მარიინსკის თეატრი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსული მუზეუმი, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ისააკის ტაძარი და სხვა.