ალჟირის ომი, ასევე ცნობილი როგორც ალჟირის რევოლუცია ან ალჟირის დამოუკიდებლობის ომი. ალჟირში მას ზოგჯერ მოიხსენიებენ,როგორც 1 ნოემბრის ომს. ომი მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს შორის (ფრანგ. Front de Libération Nationale - FLN) 1954 წლიდან 1962 წლამდე, რამაც გამოიწვია ალჟირის დამოუკიდებლობის მოპოვება საფრანგეთისგან. ის იყო მნიშვნელოვანი დეკოლონიზაციის ომი, რომელსაც ახასიათებდა პარტიზანული ბრძოლები და ომის დანაშაულებები.ომი ძირითადად ალჟირის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
სწრაფი ფაქტები ალჟირის ომი, თარიღი ...
ალჟირის ომი |
---|
|
თარიღი |
1 ნოემბერი 1954-19 მარტი 1962 |
---|
მდებარეობა |
საფრანგეთის ალჟირი (საფრანგეთის კოლონია ალჟირის ტერიტორიაზე) |
---|
შედეგი |
ალჟირის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
მოჰამედ დიდოუშე
მოჰამედ ბოუდიაფი
აბდელჰაფიდ ბოუსოუფი
მუსტაფა ბენბოულაიდი
კრიმ ბელკაჩემი
საიად მოჰამედი
იოუსიეფ ზიგჰოუდი |
ჟასკუე სოუტელე
ალფონსო დჯამატე
რაოულ სალან
ჟასკუე მასუ
რობერტ ლაკოსტე
პიერ ჟეანპიერი |
საიდ ბოუალამ
პიერ ლაგაილადრე
რაოულ სალან
ედმონდ ჯოუჰაუდ |
|
ძალები |
---|
300 000
+40 000 მოქალაქეების დახმარება |
470 000-700 000
1.5 მილიონი მობილიზებული ჯარისკაცი |
3 000(OAS) |
|
დანაკარგები |
---|
მსხვერპლი:140 000-152 800
დაჭრილთა რაოდენობა უცნობია |
მსხვერპლი:25 600-30 000 ფრაგი ჯარისკაცი
65 000 დაჭრილი |
1 000 გარდაცვლილი
2 000 დაპატიმრებული |
|
დახურვა
ომმა გამოიწვია 300,000-დან 1,500,000-მდე ალჟირელის, 25,600 ფრანგი ჯარისკაცის და 6000 ევროპელის სიკვდილი.ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულები მოიცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, გაუპატიურებასა და წამებას. ფრანგებმა გაანადგურეს 8000-ზე მეტი სოფელი და გადაასახლეს 2 მილიონზე მეტი ალჟირელი საკონცენტრაციო ბანაკებში. 1962 წელს დამოუკიდებლობის შემდეგ, 900 000 ევროპელ-ალჟირელი (Pieds-noirs) რამდენიმე თვეში გაიქცა საფრანგეთში FLN-ის შურისძიების შიშით. საფრანგეთის მთავრობა მოუმზადებელი იყო ლტოლვილების ასეთი დიდი რაოდენობის მისაღებად და ამან საფრანგეთში არეულობა გამოიწვია. ალჟირელი მუსლიმების უმრავლესობა, რომლებიც მუშაობდნენ ფრანგებისთვის, გაანიარაღეს და დატოვეს, რადგან საფრანგეთისა და ალჟირის ხელისუფლებას შორის შეთანხმება გამოაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო.განსაკუთრებით ჰარკები, რომლებიც მსახურობდნენ საფრანგეთის არმიაში დამხმარეებად, ითვლებოდნენ მოღალატეებად და ბევრი იქნა მოკკლული FLN-ის ან ლინჩის მიერ, გატაცებისა და წამების შემდეგ. დაახლოებით 90 000-მა ალჟირელმა მოახერხა საფრანგეთში გაქცევა ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქმედი ფრანგების მეშვეობით. დღეს ისინი და მათი შთამომავლები შეადგენენ ალჟირულ-ფრანგული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.