სამხედრო დანაშაული
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხედრო დანაშაული[1] (ზოგიერთ წყაროში აღნიშნულია როგორც ომის დანაშაული) — დანაშაულის სახე, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობის დროს. აღნიშნული დანაშაულები ძირითად შემთხვევაში არღვევენ ომის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებსა და ნორმებს. სამხედრო დანაშაულების უმეტესობა ჩადენილია არამებრძოლი, სამოქალაქო და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამხედრო დანაშაულებანი მოიცავს: მკვლელობებს, წამებას, გაუპატიურებას, მძევლად აყვანასა, იძულებით შრომას და ა. შ.