ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ოზაკომი (რუს. Особый Закавказский Комитет, ОЗАКОМ; 9 (22) მარტი — 15 (28) ნოემბერი, 1917) — რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის გამგებლობისთვის შექმნილი სამხარეო ხელისუფლების ორგანო, შტაბ-ბინით თბილისში.
ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი დროებითი სახელისუფლებო ორგანო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | ტფილისი | |||
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში საიმპერატორო ხელისუფლება ჩაანაცვლა ახლადმოსულმა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს. ახალი სამხარეო ხელისუფლების ორგანო დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით. კომიტეტი თავმჯდომარედ დაინიშნა ვ. ხარლამოვი წევრები იყვნენ მ. პაპაჯანოვი, მ. ჯაფაროვი, აკ. ჩხენკელი კ. აბაშიძე.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით მოხდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაყენება, რომლის სათავეშიც კადეტი ვ. ხარლამოვი იდგა[1].