ამიტაბჰა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუდა ამიტაბჰა (სანსკ. अमिताभ Amitābha; ნიშნავს „უსაზღვრო სინათლე“; ჩინ.: 阿彌陀佛(ტრ.) / 阿弥陀佛(გმ.), ფინინი: Āmítuó Fó; იაპონ. 阿弥陀如来 ამიდა ნჲორაი; კორ. 아미타불 ამითა ბულ; მონღ. ᠴᠠᠭᠯᠠᠰᠢ ᠦᠭᠡᠢ ᠭᠡᠷᠡᠯᠲᠦ Tsaglasi ügei gereltu, Цаглашгүй гэрэлт ცაგლაშგუი გერელთ, Одбагмэд ობდაგმედ, Аминдаваа ამინდავაა, Аюуш აჲუშ, ტიბ: འོད་དཔག་མེད་ ვაილი od dpag med, Ö-pa-me ოპამე, ვიეტ: A-mi-đà Phật) ბუდიზმის წმინდა მიწის სექტის ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა. ითვლება, რომ ბევრ ღირსეულ თვისებას ფლობს: დასავლეთ სამოთხეში არსებობის უმაღლეს კანონს ხსნის და იფარებს ყველას, ვინც მას გულწრფელად მოუხმობს, მიუხედავად წარმომავლობისა და სტატუსისა.
ამიტაბჰა სიბრძნის ბუდათა შორის ყველაზე პოპულარული და ცნობილია. ვაჯრაიანაში ამიტაბჰა დჰიანი ბუდათა შორის ერთ-ერთია, რომლებიც წარმოიშობიან თავდაპირველ ადი-ბუდებიდან, ეს 5 ბუდა შეესაბამება ხუთ გონებრივ რეალობის ასპექტს და ხუთ სკანდჰას.