From Wikipedia, the free encyclopedia
ანაბელა გლორია ფილომენა შიორა (ინგლ. Annabella Sciorra; დ. 29 მარტი, 1960[1]) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი.[2] ფილმში „ნამდვილი სიყვარული“ შესრულებული როლისთვის ნომინირებული იყო დამოუკიდებელი სულის ჯილდოზე. ყურადღება მიიპყრო აგრეთვე შესრულებული როლით ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“. 1992 წელს როლი მიიღო ფილმში „ხელი რომელიც არწევს აკვანს“, ხოლო 1997 წელს გამოჩნდა ფილმში „პოლიციელები“. HBO-ის ტელესერიალ „სოპრანოს კლანში“ შესრულებული როლისთვის ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე.[3] დაიბადა აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში, დედამისის — დიასახლისისა და მამამისის — პროფესიით ვეტერინარის ოჯახში. მისი მშობლები იტალო-ამერიკელები არიან.[4][5] ბავშვობაში შეისწავლა ცეკვა და ესწრებოდა დრამის გაკვეთილებს. 1981 წლის 5 ნოემბერს დააარსა „Brass Ring Theater Company“.[6] 1989-1993 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ჯო პეტრუცისთან. 2004-2007 წლებში რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ბობი კანავალესთან.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.