Twitter

From Wikipedia, the free encyclopedia

Twitter
Remove ads

Twitter, 2023 წლიდან ოფიციალურად ცნობილი, როგორც X — საიტი, რომელსაც ფლობს X Corp., Twitter Inc.-ის მემკვიდრე. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 280-ამდე (ან 140-მდე — ჩინური, იაპონური და კორეული დამწერლობებისთვის; ასევე, 2017 წლამდე — ყველა დამწერლობისთვის) სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

სწრაფი ფაქტები X, საიტი ...

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით[2]. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.

2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.[3] ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.[4]

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads