ანა ლეოპოლდის ასული
რუსეთის იმპერიის მმართველი ქალი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ლეოპოლდის ასული (რუს. А́нна Леопо́льдовна), დაბადების სახელია ელიზაბეთ კათარინა კრისტინა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Elisabeth Katharina Christine von Mecklenburg-Schwerin), აგრეთვე ცნობილია როგორც ანა კარლოვნა (რუს. А́нна Ка́рловна; დ. 18 დეკემბერი, 1718, როსტოკი, გერმანია — გ. 19 მარტი, 1746, არხანგელსკი, რუსეთი) — გერმანელი პრინცესა. მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ კარლ ლეოპოლდისა და ეკატერინა ივანოვნას ქალიშვილი. რუსეთის იმპერატორ ივანე V-ის შვილიშვილი. იმპერატორ ივანე VI-ის დედა და მისი რეგენტი 1740-1741 წლებში.
სწრაფი ფაქტები ანა ლეოპოლდის ასული, დაიბადა ...
ანა ლეოპოლდის ასული | |
---|---|
წოდებები
მეკლენბურგის პრინცესა ბრაუნშვაიგის ჰერცოგინია რუსეთის რეგენტი | |
დაიბადა |
18 დეკემბერი, 1718 როსტოკი, გერმანია |
გარდაიცვალა |
19 მარტი, 1746, (27 წლის) არხანგელსკი, რუსეთი |
საგვარეულო | მეკლენბურგები |
მეუღლე(ები) | ანტონ ულრიხი, ბრაუნშვაიგის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | ივანე VI, რუსეთის იმპერატორი |
მამა | კარლ ლეოპოლდი, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი |
დედა | ეკატერინა ივანოვნა |
რელიგია |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
დახურვა