ანა პოლიტკოვსკაია
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა პოლიტკოვსკაია (რუს. Анна Степановна Политковская; დ. 30 აგვისტო, 1958, ნიუ-იორკი ― გ. 7 ოქტომბერი, 2006, მოსკოვი) — რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
ანა პოლიტკოვსკაია | |
---|---|
Анна Политковская | |
დაიბადა | ანა სტეპანოვნა მაზეპა 30 აგვისტო, 1958 ნიუ-იორკი, აშშ. |
გარდაიცვალა | 7 ოქტომბერი, 2006 (48 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
დაკრძალულია | ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი |
მოქალაქეობა | რუსეთი, აშშ[1] |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი |
მეუღლე | ალექსანდრე პოლიტკოვსკი |
შვილ(ებ)ი | 2 |
თარგი:Infobox writer |
სწორედ მისმა რეპორტაჟმა ჩეჩნეთიდან შექმნა პოლიტკოვსკაიას ეროვნული და საერთაშორისო რეპუტაცია.[2] შვიდი წლის განმავლობაში ანა უარს ამბობდა შეეჩერებინა ომის შესახებ გაშუქება, მიუხედავად მრავალი დაშინებისა და ძალადობისა. პოლიტკოვსკაია რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩეჩნეთში დააკავეს და იმიტირებულ სიკვდილით დასჯას მისცეს. ის მოწამლეს მაშინ, როდესაც მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით მიფრინავდა, რათა 2004 წლის ბესლანის სკოლის მძევლებს დახმარებოდა კრიზისის მოგვარებაში, თუმცა იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან ჯანმრთელობის აღდგენა მოსკოვში ფრთხილ სამედიცინო მკურნალობას მოითხოვდა.
მისი 1999 წლის შემდგომი სტატიები ჩეჩნეთში არსებული პირობების შესახებ რამდენჯერმე გამოიცა წიგნებად.[3] რუს მკითხველებს ძირითადი წვდომა მის გამოძიებებსა და პუბლიკაციებზე ჰქონდათ რუსულ გაზეთ ნოვაია გაზეტას(Новая газета) მეშვეობით, რომელიც აშუქებდა რუსეთის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს კრიტიკულ საგამოძიებო მასალებად. 2000 წლიდან მოყოლებული, მან თავისი მოღვაწეობისთვის მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო. 2004 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი პუტინის რუსეთი, რუსეთის პირადი ანგარიში დასავლელ მკითხველთათვის.[4]
2006 წლის 7 ოქტომბერს იგი მოკლეს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში. ეს იყო მკვლელობა, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.[5][6][7] 2014 წლის ივნისში ხუთ მამაკაცს მიესაჯა პატიმრობა მკვლელობისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ შეუკვეთა ან გადაიხადა მკვლელობა.[8]