ჩეჩნეთის მეორე ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო რეგიონებში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას შორის, 1999 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 16 აპრილამდე. 1999 წლის 7 აგვისტოს დაღესტნის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ჩეჩენი პარტიზანული ძალები შევიდნენ. ნახევრად დამოუკიდებელი ჩეჩნეთისა და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის სასაზღვრო ტერიტორიაზე რამდენიმე თვიანი შეტაკებებისა და დაძაბულობის შედეგად, მეამბოხეებმა კონტროლი მოიპოვეს რამდენიმე სოფელზე და დაუპირისპირდნენ რუსულ ჯარს. დაახლოებით 2000 თვითგამოცხადებული ისლამისტი მეამბოხე ებრძოდა რუსული ჯარის მზარდ რაოდენობას. რუსეთის მთავრობამ გააძლიერა რეგიონში მყოფი 17 000 სამხედრო და აჯანყებულებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.[31] ადგილობრივმა მოსახლეობამ მეამბოხეებს მხარი არ დაუჭირა, რამაც რუსეთს მათი დაღესტნიდან გაძევების და ჩეჩნეთში დაბრუნების სტიმული მისცა. დაღესტნიდან გაძევების შემდეგ რუსული სამხედრო შენაერთები აჯანყებულებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც დევნიდნენ, რათა სეპარატისტული რესპუბლიკის არსებობისთვის ბოლო მოეღოთ. სასურველი მიზნის მისაღწევად რუსულმა მხარემ სასტიკი იერიში მიიტანა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოზე.
სწრაფი ფაქტები ჩეჩნეთის მეორე ომი, თარიღი ...
ჩეჩნეთის მეორე ომი |
---|
რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის და პოსტსაბჭოთა კონფლიქტების ნაწილი |
მასობრივი საფლავები ჩეჩნეთში |
თარიღი |
- აქტიური ბრძოლები: 1999 წლის 26 აგვისტო — 2000 წლის 31 მაისი[1]
[2]
- პარტიზანული ბრძოლები: 2000 წლის 1 ივნისი — 2009 წლის 16 აპრილი[2]
|
---|
მდებარეობა |
ჩეჩნეთი, ჩრდილო კავკასია |
---|
შედეგი |
რუსეთის ფედერაციის გამარჯვება
|
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
სულ ცოტა 93 000 სამხედრო 1999 წელს[10] 50 000-60 000 სამხედრო 2006 წელს[11] |
~22 000 სამხედრო 1999 წელს (რუსული წყაროებით)[12] |
|
დანაკარგები |
---|
3 536–3 635 დაღუპული სამხდრო,[13][14] 2 364–2 572 დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს მებრძოლები,[15][16][17] 1 072 დაღუპული ჩეჩნეთის პოლიციის ოფიცრები,[18][19] 106 დაღუპული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მებრძოლები[20] სულ მოკლული: 7 217–7 425* სამხედრო |
14 113 დაღუპული მებრძოლი (1999–2002 წლებში)[21] 2 186 დაღუპული მებრძოლი (2003–2009 წლებში)[22] სულ დაღუპული: 16 299 მებრძოლი |
სამოქალაქო დანაკარგები: 25 000-მდე დაღუპული და 5 000-მდე ჩეჩნეთში (AI-ის გამოთვლით)[23] დანაკრარგების საერთო რაოდენობა: ~80 000 მოკლული ჩეჩნეთში (GfbV-ის გამოთვლით),[24] მეზოდელ რეგიონებში, 40 000–45 000 დაღუპული სამოქალაქო პირი (მარკ კრამერის გამოთვლით),[25] More than 600 killed during attacks in Russia proper.
სხვა გამოთვლები სამოქლაქო დანაკარგებისათვის: 150 000 — 250 000[26][27][28][29] სულ დაღუპულები: ~50 000–80 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი სხვა გამოთვლებით: ~150 000–250 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი |
|
*რუსეთის სამხედროების დედების კომიტეტის კავშირი ეწინააღმდეგება მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, ომში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ და აცხადებენ რომ ომში, 1999-2005 წლებში დაახლოებით 14 000 რუსი სამხედრო დაიღუპა.[30] |
|
ჩეჩნეთის მეორე ომი ვიკისაწყობში |
დახურვა
1999 წლის 5 ოქტომბერს რუსებმა ჩეჩნეთზე სახმელეთო შეტევა განახორციელეს. მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ჩეჩენ მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლაში ჩაერთნენ, რომლის უდიდესი ნაწილიც მთიან ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. დეკემბრის დასაწყისში მათ გროზნოზე მიიტანეს იერიში, რაც სრულიად განსხვავდებოდა 1994-1995 წლების ბრძოლისგან. 2000 წლის 10 იანვარს ჩეჩნებმა კონტრშეტევა დაიწყეს გროზნოს მხარდასაჭერად. ამ თავდასხმისას ჩეჩნებმა 26 რუსი სამხედრო მოკლეს, რაც მთელი ომის მსვლელობისას დღიური გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო. აღნიშნულ ქმედებას რუსებმა ათასობით სამხედროს გამოგზავნით უპასუხეს, რის შედეგადაც გროზნო კვლავ მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2003 წელს გაერომ მას „პლანეტის ყველაზე განადგურებული ქალაქის სტატუსი მიანიჭა.“[32]
გროზნოში რუსეთის გამარჯვებამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაშლა გამოიწვია. ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის დაექვემდებარა, თუმცა ფორმალური გამარჯვება აჯანყების დასრულებას სულაც არ ნიშნავდა. 2000-2009 წლებში ჩეჩნები აგრძელებენ აჯანყების ტალღას. ჩეჩნეთში კონტრშეტევითი ტალღის დასრულების შემდეგ ჩეჩენმა ტერორისტებმა თავდასხმითი ქმედებების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე განაგრძეს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბესლანის ტრაგედია და დუბროვკას თეატრის მძევლების კრიზისი.