არხანგელსკის ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
არხანგელსკის ოლქი - ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, მის შემადგენლობაშია ნენთა ავტონომიური ოკრუგი.
შეიქმნა 1937 წლის 23 სექტემბერს რსფსრ-ის ჩრდილოეთი ოლქის გაყოფის შემდეგ. შედის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ფართობი 587 400 კმ2. მოსახლეობა 1262 ათასი კაცი (2009), სიმჭიდროვე - 2,1, , ქალაქის მოსახლეობის წილი - 73,4 %.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი არხანგელსკი.