ასტატი[1][2], ასტატინი[3][4] (ლათ.Astatium < ძვ. ბერძნ.ἄστατος— „არამდგრადი“; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-იოდი — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეექვსე პერიოდის, მეჩვიდმეტე ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIIა) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 85, ყველაზე დიდი სიცოცხლისუნარიანი იზოტოპის მასური რიცხვია — 210, სიმკვრივე — 8.91–8.95 გ/სმ3. ცნობილია ასტატის 20-ზე მეტი იზოტოპი, რომელთა შორის არცერთია სტაბილური. ყველაზე მეტი ნახევრადდაშლის პერიოდი აქვს (T1/2=8.1 სთ). 1940 წელს ასტატის პირველი იზოტოპი მიიღეს ბერკლიში ე. სეგრემ, უ. მაკ-კენზიმ და ტ. კერსონმა ციკლოტრონზე ა-ნაწილაკებით ბისმუთის ბომბარდირებით.
ასტატი
85At
[210]
4f14 5d10 6s2 6p5
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მასური რიცხვი ...