რკინა
From Wikipedia, the free encyclopedia
რკინა[1][2] (ლათ. Ferrum; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 26, ატომური მასა — 55.845, tდნ — 1538 °C, tდუღ — 2862 °C, სიმკვრივე — 7.874 გ/სმ3. ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ).
რკინა |
26Fe |
55.845 |
3d6 4s2 |
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | მოვერცხლისფრო-თეთრი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Fe) |
55.845±0.002 55.845±0.002 (დამრგვალებული) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რკინა პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 26 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 8 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 4 პერიოდი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Ar] 3d6 4s2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 14, 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1538 °C (1811 K, 2800 °F) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2862 °C (3134 K, 5182 °F) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 7.874 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 6.98 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 13.81 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 340 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 25.10 ჯ/(მოლი·K) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | −4, −2, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5, +6, +7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.83 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 126 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 132±3 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 194 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რკინას სპექტრალური ზოლები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური მოცულობაცენტრირებული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური წახნაგცენტრირებული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 5120 m/s (ო. ტ.) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 11.8 µმ/(მ·K) (25 °C) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 80.4 ვტ/(მ·K) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 96.1 ნომ·მ (20 °C) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კიურის წერტილი | 1043 K | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | ფერომაგნეტიკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 211 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 82 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 170 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.29 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 4 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 608 მპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 200–1180 მპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7439-89-6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | ძვ. წ. 5000-მდე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რკინას მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
მარტივი ნივთიერება რკინა (CAS-ნომერი: 7439-89-6) — ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი მაღალი ქიმიური რეაქციული უნარით: რკინა სწრაფად განიცდის კოროზიას განსაკუთრებულად ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სუფთა ჟანგბადში რკინა იწვის, ხოლო მცირედისპერსიულ მდგომარეობაში ჰაერზეც თვითაალდება.
ჩვეულებრივ, რკინას უწოდებენ მის შენადნობებს რომლებშიც, მინარევების შემცველობა ძლიერ მცირეა (0,8 %-მდე) და ინარჩუნებენ წმინდა ლითონის პლასტიკურობას და სირბილეს. მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება რკინისა და ნახშირბადის შენადნობები: ფოლადი (წონის 2,14 %-დე ნახშირბადი) და თუჯი (წონის 2,14–4.1 % ნახშირბადით). როგორც წესი ფოლადს აუმჯობესებენ მალეგირებელი ელემენტებით (ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, და სხვა) - ლეგირებული ფოლადი. რკინისა და მისი შენადნობების სპეციფიკური თვისებების ერთობლიობის გამო ადამიანისათვის რკინა არის „№ 1 ლითონი“.
ბუნებაში რკინა ძალიან იშვიათად გვხვდება სუფთა სახით, ყველაზე ხშირად ის გვხვდება რკინა-ნიკელის მეტეორიტების შემადგენლობაში. რკინის გავრცობადობა დედამიწის ქერქში შეადგენს — 4,65 % (მე-4 ადგილზეა O, Si, Al-ის შემდეგ[3]). ასევე ითვლება, რომ უმეტესწილად რკინისაგან შედგება დედამიწის ბირთვი.