ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ასურეთი[2] (ყოფ. ელიზაბეტალი) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს; მდებარეობს ზღვის დონიდან 760—800 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან — 29 კმ-ით. არის ამავე სახელწოდების თემის ცენტრი, რომელიც ასევე მოიცავს სოფლებს: ენაგეთი და შავსაყდარი.
ტერმინს „ასურეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ასურეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სოფელი | |
---|---|
ასურეთი | |
გერმანული ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ასურეთი |
კოორდინატები | 41°35′26″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ელიზაბეტალი |
ცენტრის სიმაღლე | 729 მ |
მოსახლეობა | 978[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97 % სომხები 1,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. ცარისტულმა რუსეთმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლა გერმანელი კოლონისტები და შექმნა გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.