აღმოსავლეთი ჯანღა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი ჯანღა, აღმოსავლეთი ჯანგითაუ — მწვერვალი საქართველოს მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო საზღვარზე.[1] მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, ჯანღასა და შოთა რუსთაველის პიკს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 5034 მ.[1] კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. განვითარებულია ალპინიზმი.[2]
სწრაფი ფაქტები აღმოსავლეთი ჯანღა ...
აღმოსავლეთი ჯანღა | |
---|---|
კოორდინატები: 43°00′47″ ჩ. გ. 43°04′15″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 5034 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 184 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
დახურვა