აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა (2021)
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა (2021) — აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეჭრა ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში.
აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა | |||
---|---|---|---|
დონალდ ტრამპის მხარდაჭერები კაპიტოლიუმის შენობასთან. | |||
თარიღი | 6 იანვარი, 2021 (2021-01-06) | ||
ადგილი | ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი. | ||
სტატუსი | {{{სტატუსი}}} | ||
დანაკარგი | |||
| |||
38°53′23″ ჩ. გ. 77°00′32″ დ. გ. | |||
შედეგი |
|
2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის სენატს და წარმომადგენელთა პალატას ერთობლივ სხდომაზე უნდა დაეთვალა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რაც იქნებოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დადასტურების საბოლოო ნაბიჯი. სხდომას უნდა გაძღოლოდა აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
5-6 იანვარს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა მოეთხოვათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების უარყოფა კონგრესისგან. [10][11][12] თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები „გადაარჩინე ამერიკის“ მარშისთვის შეიკრიბნენ, ეს იყო ელიფსის პარკში დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მათ მოისმინეს ტრამპისა და რუდი ჯულიანის სიტყვით გამოსვლა. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები გაყალბდა ჯოზეფ ბაიდენის სასარგებლოდ და მოუწოდა კონგრესს შეაჩეროს „აღმაშფოთებელი თავდასხმა ჩვენ დემოკრატიაზე“. [13] გამოსვლების დამთავრებამდე ტრამპის მომხრეები კონგრესის მიმართულებით დაიძრნენ.[14] ამ დროს კონგრესში სხდომა და დებატები მიმდინარეობდა. დებატების აუცილებლობა ტეხასის სენატორ ტედ კრუზისა და არიზონის კონგრესმენ პოლ გოსარის მიერ საარჩევნო კოლეგიის არიზონას ხმების დათვლის გაპროტესტების შემდეგ დადგა. პროტესტის ესკალაციის დროს, აშშ-ს კაპიტოლიუმის კომპლექსის რამდენიმე ნაგებობის ევაკუაცია მოხდა. პროტესტის მონაწილეებმა გაარღვიეს დაცვა, რათა კაპიტოლიუმის შენობაში შესულიყვნენ, მათ შორის ეროვნული ქანდაკების დარბაზში.[15][16] მოგვიანებით, კაპიტოლის კომპლექსის ყველა შენობა ჩაიკეტა.[17] გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა წარმომადგენელთა პალატის კარებთან.[18][19] კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.[20] გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს კაპიტოლიუმის მიდამოებში, ხოლო მეორე — რესპუბლიკური პარტიის შტაბბინაში.[21][22]
მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო ათეულობით — დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეჭრისას დაიღუპა.[23][24][25] კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი ბრაიან სიკნიკი გარდაიცვალა შეჭრილთა მიერ ცეცხლჩამქრობით მასზე თავდასხმის შემდეგ.[26][5]
მკვლევართა ნაწილმა კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეაფასა როგორც შიდა ტერორიზმი[27][28][29], ნაწილმა კი როგორც „ტრამპის პუტჩი“.[30][31] ტრამპმა თავდაპირველად დაგმო მაიკ პენსი, რადგან, პრეზიდენტის თქმით, „[პენსმა ვერ გააკეთა] რაც უნდა გაკეთებულიყო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად“, მიუხედავად იმისა, რომ პენსს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ უარყოს ბაიდენის გამარჯვება.[32][33] EST დროით 16:22 საათზე ტრამპმა Twitter-ს მეშვეობით თავის მომხრეებს მოუწოდა „მშვიდად წასულიყვნენ სახლში“, ამასთანავე მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სიყვარული მათ მიმართ. [34]
ეს არის მეორე შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დროს ბრიტანეთის ჯარმა 1814 წელს გადაწვა ვაშინგტონი, როდესაც კაპიტოლიუმში შეჭრა მოხდა.[35]