From Wikipedia, the free encyclopedia
Twitter, ამჟამად რებრენდინგის პროცესში X — საიტი, რომელსაც ფლობს X Corp., Twitter Inc.-ის მემკვიდრე. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 280-ამდე (ან 140-მდე — ჩინური, იაპონური და კორეული დამწერლობებისთვის; ასევე, 2017 წლამდე — ყველა დამწერლობისთვის) სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.
X | |
---|---|
საიტი | twitter.com |
სლოგანი |
ინგლ. What's happening? ქართ. რა ხდება? |
საიტის ტიპი | სოციალური ქსელი, მიკრობლოგინგი |
რეგისტრაცია | აუცილებელი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური, ესპანური, კორეული, იაპონური, გერმანული, ფრანგული, იტალიური |
მფლობელი | X Corp. |
შემქნელი | ჯეკ დორსი, ევან უილიამსი, ბიზ სტოუნი |
შემოსავალი | 140 მლნ აშშ დოლარი (2010)[1] |
მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით[2]. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.
2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.[3] ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.[4]