ახტალის მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ახტალის მონასტერი (სომხ. Ախթալա վանք ან Պղնձահանք) — X საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში, თბილისიდან სამხრეთით, 87 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (უწინ საქართველოს ტერიტორიაზე). ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში ამჟამად სომხური სამოციქულო ეკლესია აღავლენს წირვა-ლოცვას. ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფორტიფიკაციაა სომხეთის ტერიტორიაზე. ახტალის ტაძარში კარგად არის შენახული ფრესკები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახტალა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
ახტალის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°09′01″ ჩ. გ. 44°45′51″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | კათედრალი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ქართული |
თარიღდება | 1220-იანები |
დეტალები | |
რეკონსტრუქციის გეგმა |
დახურვა