ბაბისმთა
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბაბისმთა, დონღუზორუნი (რუს. Донгузорун-Чегет-Карабаши; Донгуз-Орун) — მთა საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების ბაქსანის, ნაკრისა და დოლრის წყალგამყოფზე. კლდიან-ყინულიანი მასივია (4454 მ), რომლიდანაც სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ცალგმილის ქედი. ბაბისმთიდან იწყება მყინვარები: ლედეშდვი, დოლრა და ჯვარედინი მყინვარი დონღუზორუნი.[2]
სწრაფი ფაქტები ბაბისმთა ...
ბაბისმთა | |
---|---|
ბაბისმთა (მარცხნივ) და მწვერვალი ნაკრა (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 43°11′40″ ჩ. გ. 42°30′53″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4454 მ |
ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა