From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზრის სოციალური ეკონომიკა (შემ. ბასე, ინგლ. social market economy, შემოკლებით - SOME; გერმ. soziale Marktwirtschaft), ასევე - რაინის კაპიტალიზმი ან რაინისეული კაპიტალიზმი, რაინ-ალპური კაპიტალიზმი და სოციალურად ორიენტირებული კაპიტალიზმი[1] — სოციო-ეკონომიკური მოდელი, რომელიც აერთიანებს თავისუფალი ბაზრის კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემასა და სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას. მოდელის თანახმად, რეგულაციების ამოცანა არის თავისუფალ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და კეთილდღეობის სახელმწიფოს მიღწევა. [2] გარკვეულ ლიტერატურაში რაინის მოდელს განიხილავენ, როგორც რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკას. [3]
ბაზრის სოციალური ეკონომიკის შემოქმედად დასავლეთ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანცლერი კონრად ადენაუერი მიიჩნევა. იგი ასევე გახდა მოდელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგი. დღეს ამ ტერმინს იყენებენ ორდოლიბერალები, სოციალ ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ზოგადად უარყოფენ სრულ სახელმწიფო კონტროლს წარმოების საშუალებების ფლობაზე, მაგრამ მხარს უჭერენ საქონლისა და მომსახურების ეგალიტარულ განაწილების საბაზრო მექანიზმების მეშვეობით. ბაზრის სოციალური ეკონომიკის ფესვები შეიძლება ფრაიბურგის ეკონომიკური აზროვნების სკოლაში დავინახოთ. [4]
ბაზრის სოციალური ეკონომიკა შეიქმნა როგორც კომრპომისი კაპიტალიზმის laissez-faire ფორმებსა და სოციალისტურ ეკონომიკას შორის.[5] მასზე დიდი გავლენა იქონია დისტრიბუტიზმმა და ორდოლიბერალიზმმა, [6] რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული დემოკრატიის პოლიტიკურმა იდეოლოგიამ. [5][7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.