ბამბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბამბერგი (გერმ. Bamberg) — ქალაქი გერმანიაში, ბავარიაში. მდებარეობს ზემო ფრანკონიის მხარეში, მდინარე რეგნიცისა და მაინის შერწყმის ადგილზე. ბამბერგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გერმანულ ქალაქს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არ დანგრეულა და ხელუხლებლად შეინარჩუნა ისტორიული მემკვიდრეობა. ამის მიზეზი მის სიახლოვეს მდებარე საარტილერიო ქარხანაა, რომელიც გამანადგურებლებს ქალაქის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდა. მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით 69 827 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 7 000 უცხოური წაერმოშობისაა, მათ შორისაა აშშ-ის არმიის 4 100 წევრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბამბერგი ბავ. Bamberg | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
შიდა დაყოფა | ვუნდერბურგი, გარტენშტადტი და გაუშტადტი | ||||
კოორდინატები | 49°53′30″ ჩ. გ. 10°53′30″ ა. გ. | ||||
მმართველი | ანდრეას სტარკე | ||||
ფართობი | 54.62 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 262±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 79 935 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 1 400 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0951 | ||||
საფოსტო ინდექსი | 96001 და 96052 | ||||
საავტომობილო კოდი | BA | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.stadt.bamberg.de/ | ||||
ბამბერგი რომის მსგავსად 7 ბორცვზე მდებარეობს, ამიტომ შუა საუკუნეებში მას „გერმანულ რომს" ეძახდნენ. ქალაქის კათედრალში დაკრძალულია რომის პაპი კლემენტ II, ერთადერთი პაპი, რომელიც ალპების ჩრდილოეთით განისვენებს.
1647 წელს, ქალაქში დაარსდა ბამბერგის უნივერსიტეტი, რომელსაც იმ დროისთვის ბამბერგის აკადემია ეწოდებოდა.
1993 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.