ბანსკა-შტიავნიცა (სლოვაკ. Banská Štiavnica, გერმ. Schemnitz, უნგრ. Selmecbánya) — ქალაქი ცენტრალურ სლოვაკეთში. მდებარეობს უზარმაზარი კალდერის შუაგულში, რომელიც უძველესი ვულკანის ჩანგრევის შედეგად წარმოიქმნა. აღნიშნული კალდერა ცნობილია შტიავნიცის მთების სახელით. 2006 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 10 662 ადამიანს შეადგენს. ბანსკა-შტიავნიცა ამჟამად სრულიად დაცული შუა საუკუნეების ქალაქია. მისი ისტორიული ღირებულების გამო, ქალაქი თავის შემოგარენთან ერთად, 1993 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
დახურვა

ისტორიულად, ქალაქის ბედი მჭიდროს იყო დაკავშირებული მისი ვერცხლის მადნის უზარმაზარ მარაგებთან. გათხრების თანახმად, დგინდება, რომ ტერიტორია ნეოლითის პერიოდში დასახლდა.

პირველი სამთო-მოპოვებითი დასახლება აქ ძვ. წ. III საუკუნეში სავარაუდოდ კელტებმა დააარსეს. მოგვიანებით, ის ჰუნებმა დაიპყრეს. რომაული წყაროების მიხედვით, ჰუნებმა ვერცხლის მოპოვებას მიჰყვეს ხელი. 1156 წელს, ბანსკა-შტიავნიცა გაფორმდა როგორც მაღაროების პატარა ქალაქი. XIII საუკუნეში აქ ტიროლიდან და საქსონიიდან მოდიან გერმანელი კოლონისტები. 1443 წელს ქალაქი მიწისძვრამ გაანადგურა. უკვე XV საუკუნეში, ქალაქში მდებარეობს ორი ციხესიმაგრე, ძველი და ახალი, რომლებიც მას თურქთა თავდასხმებისგან იცავდა. 1627 წელს, პირველად მსოფლიო სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ისტორიაში, აქ გამოყენებულ იქნა ფეთქებადი დენთი. 1735 წელს, ბანსკა-შტიავნიცა ხდება უნგრული მოპოვებითი საქმიანობის სკოლა, ხოლო 1763 წელს არსდება უმაღლესი განათლების ინსტიტუტი - სამთო აკადემია. 1782 წლისთვის, ბანსკა-შტიავნიცა უნგრეთის სიდიდით მესამე ქალაქის წარმოადგენს ბრატისლავისა და დებრეცენის შემდეგ.

უკანასკნელ ხანებში, ბანსკა-შტიავნიცამ დაკარგა თავის კომერციული მნიშვნელობა, მაგრამ სლოვაკეთის პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.