ბარხატნაია-სოპკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარხატნაია-სოპკა (რუს. Бархатная сопка) — ჩამქრალი ვულკანი რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. წარმოადგენს ანდეზიტისაგან შემდგარ ვულკანური გუმბათების კომპლექსს, რომელიც მდინარე პარატუნკის გასწვრივ მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 870 მეტრზე მდებარეობს.
სწრაფი ფაქტები ბარხატნაია-სოპკა ...
ბარხატნაია-სოპკა | |
---|---|
კოორდინატები: 52°49′24″ ჩ. გ. 158°16′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 870 მ |
ტიპი | ვულკანური გუმბათი |
ბოლო ამოფრქვევა | ძვ.წ. 3 550 |
დახურვა
კომპლექსი ჰოლოცენის ხანას მიეკუთვნება. ბოლო ამოფრქვევა მოხდა ძვ.წ. 3 550 წელს.
ვულკანის ასეთი სახელი იმითაა განპირობებული, რომ მწვერვალების კალთები დაფარულია ვულკანური ტუფითა და წიდით, რომლებიც მას წითელ შეფერილობას აძლევენ და ხავერდს მოგვაგონებენ.