ბაჰამის კუნძულების დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰამის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 347 176 ადამიანია, საიდანაც 25,9% 14 წელზე ქვემოთაა, 67,2% 15-დან 64 წლამდე, 6,9% კი 65 წელზე მეტის. მოსახლეობის ზრდა 0,925%-ია (2010 წლის აღწერით). შობადობის მაჩვენებელია 17,81 ყოველ 1000 ადამიანზე, სიკვდილიანობა 9,35/1000, მიგრაციის სალდო -2.13 ყოველ 1 000 ადამიანზე.[1]
ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 23,21-ია ყოველ 1000 დაბადებულზე. დაბადებისას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69,87 წელია: 73,49 წელი ქალებისთვის და 66,32 მამაკაცებისთვის. ნაყოფიერების საერთო მაჩვენებელი ქალებისთვის არის 2.0 ბავშვი (2010 წლის აღწერა).[2]
ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: 85% აფრიკელი, 12% ევროპელი, 3% აზიელი და ლათინოამერიკელი.[3] რელიგიური მრწამისი მიხედვით, მოსახლეობის 35,4% ბაპტისტია, 15,1% ანგლიკანი, 13,5% კათოლიკე, 8,1% ორმოცდაათიანელი, 4,8% ღმერთის ეკლესიის მიმდევარი, 4,2% მეთოდისტი, 15.2% სხვა ქრისტიანი,[3] 12% პროტესტანტი, 3% არარელიგიურია ან უცნობია, 2% სხვა. სხვა მრწამსის ადამიანებს შორის არიან ებრაელები, მუსლიმები, ბაჰაისტები, ინდუისტები, რასტაფარიანელები და ადგილობრივი მაგიური პრაქტიკის მიმდევრები.[4]
ბაჰამის კუნძულების ოფიციალური ენაა ინგლისური, ბევრი მაცხოვრებელი საუბრობს ბაჰამურ დიალექტზე.[5] 1995 წლის შეფასებით, სრულწლოვანი მოსახლეობის 98,2% წერა-კითხვის მცოდნეა.[6]