ბაჰამის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰამის კუნძულები (ინგლ. Bahamas), ოფიციალურად ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა (ინგლ. Commonwealth of the Bahamas) — ინგლისურენოვანი ქვეყანა ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს კუბისა და კუნძულ ჰაიტის (დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი) ჩრდილოეთით, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით, აშშ-ის შტატის, ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფლორიდა-კისის არქიპელაგის აღმოსავლეთით. შედგება 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულისგან. ქვეყნის დედაქალაქია კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარე ნასაუ. გეოგრაფიულად, ბაჰამის კუნძულები კუბის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ისპანიოლასთან და იამაიკასთან ერთად დიდი ანტილის კუნძულებს მიეკუთვნება. ინგლისური სახელწოდება „ბაჰამები“ (Bahamas) აღნიშნავს თავად ქვეყანასა და გეოგრაფიულ ჯაჭვს, რომელსაც ის იზიარებს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებთან ერთად. ვესტ-ინდოეთის კუნძულთა სამ ჯგუფს შეადგენს: ბაჰამის კუნძულები, დიდი ანტილის კუნძულები და მცირე ანტილის კუნძულები. როგორც ბაჰამის სამეფო თავდაცვის მანიფესტშია ნათქვამი, ბაჰამების ტერიტორია ოკეანის 180 000 მილ სივრცეს მოიცავს, დასავლეთიდან იწყება კი-სალ-ბენკიდან და კი-ლობოსიდან (კუბის სანაპიროსთან) და მთავრდება სან-სალვადორთან. აღსანიშნავია, რომ ბაჰამის კუნძულები იმაზე დიდია, როგორც ის ზოგიერთ წყაროშია მოხსენიებული.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბაჰამის კუნძულები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბაჰამის კუნძულები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Forward, Upward, Onward Together | ||||||
ჰიმნი: March On, Bahamaland |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ნასაუ 25°04′ ჩ. გ. 77°20′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატიის კონსტიტუციური მონარქია[1][2] | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | მარგარიტ პინდლინგი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჰუბერტ მინისი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 13 878 კმ2 (160-ე) | ||||
- | წყალი (%) | 28 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 353 658[3] (177-ე) | ||||
- | 1990 აღწერა | 254 685 | ||||
- | სიმჭიდროვე | 23,27 კაცი/კმ2 (181-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $11.055 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $31,382[4] | ||||
აგი (2011) | 0.771[5] (მაღალი) (53-ე) | |||||
ვალუტა | ბაჰამური დოლარი (BSD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-04:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | BHS | |||||
Internet TLD | .bs | |||||
სატელეფონო კოდი | +1-242 |
კუნძულები თავდაპირველად დასახლებული იყო ლუკაიანის ხალხით, რომელიც არავაკულ ენებზე მოლაპარაკე ტაინოს ხალხის განშტოებაა. ბაჰამის კუნძულები პირველი ადგილი იყო, სადაც 1492 წელს ახალი მსოფლიოს ხმელეთზე გადავიდა ქრისტეფორე კოლუმბი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ბაჰამების კოლონიზაცია არასოდეს მოუხდენიათ, ადგილობრივი ლუკაიანები მათ მონებად გაჰყავდათ კუნძულ ისპანიოლაზე. კუნძულები თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა 1513-1648 წლებში, როდესაც ინგლისელი კოლონისტები ბერმუდიდან კუნძულ ელიუთერაზე დასახლდნენ.
1718 წელს, როდესაც ბრიტანელებმა მკაცრი ზომები მიიღეს მეკობრეობის წინააღმდეგ, ბაჰამის კუნძულები ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, თავიანთ აფრიკელ მონებთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე ათასობით ამერიკელი ლოიალისტი გადასახლდა, სადაც მათ პლანტაციური ეკონომიკა დააფუძნეს. მას შემდეგ, რაც 1807 წელს ბრიტანეთმა გააუქმა საერთაშორისო მონებით ვაჭრობა, სამეფო ფლოტმა კუნძულებზე ჩაასახლა მრავალი გათავისუფლებული აფრიკელი, რომლებიც არალეგალური მონათა გემებიდან დაიხსნეს. ფლორიდიდან ბაჰამის კუნძულებზე გაიქცა ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი, დაახლოებით 500 კი გაათავისუფლეს ამერიკული სავაჭრო გემებიდან. ბაჰამის კუნძულებზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დღეისათვის, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს მონათა და გათავისუფლებულ აფრიკელთა შთამომავლობა. 1973 წელს ბაჰამები თანამეგობრობის სამეფოს ნაწილი გახდა და თავის მონარქად ჩარლზ III-ს აღიარებს.
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, ბაჰამის კუნძულები ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა მთელ ამერიკაში (აშშ-ისა და კანადის შემდეგ).[6]