ბელარუსული არაბული ანბანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსული არაბული ანბანი — არაბული დამწერლობის საფუძველზე XVI საუკუნეში შექმნილი ანბანი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ბელარუსული ენის ჩაწერა. შეიცავს 28 ასო-ნიშანს და რამდენიმე დეტალით განსხვავდება ჩვეულებრივი არაბული დამწერლობისაგან.
- მჟღერი ბგერების – ჟ, ჩ, და პ–ს ( «ж», «ч» და «п») გადმოსაცემად, რომლებიც არაბულ ენაში არ მოიპოვება, გამოიყენებოდა თურქულ–სპარსული ანბანის სამოი ასო–ნიშანი:
پ چ ژ
- მჟღერი ბგერებისათვის ძ და ც («дз» და «ц»), შეიქმნა ახალი ნიშნები:
- «ў» ბგერას საკუთარი ნიშანი არ გააჩნდა. მის ჩასაწერად იგივე ნიშანი გამოიყენებოდა, რაც «в» ბგერის ჩაწერისას.
ბელარუსული არაბული ანბანი ძირითადად ბელარუსელი თათრების მიერ გამოიყენებოდა. მე–14 – მე–13 საუკუნეებში მათ ბელარუსული ენა მიიღეს, როგორც მშობლიური, მაგრამ მას წერდნენ არაბული ასოების მეშვეობით.