ანბანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანბანი (შედგენილია პირველი „ან“ და მეორე „ბან“ ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum ბერძნ. alpha და beta–სგან) — ერთობლიობა ასოებისა, ან რაიმე სხვა სიმბოლოებისა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ ფონემას, ამა თუ იმ ენის შემადგენელ ბგერით ერთეულს, წარმოადგენს. ანბანის გამოყენებით შესაძლებელია ენაში შემავალი ყოველი სიტყვის ჩაწერა. ანბანის ასოებს, როგორც წესი გააჩნიათ დასახელება და კანონიკური თანადობა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში გამოყენებულ დამწერლობის სისტემებს შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ რამდენიმე, დღესდღეობით შემორჩენილი დამწერლობა არ იყენებს ანბანს, მათ შორის ჩინური და იაპონური.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |