![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Plaza_Rizal%252C_Bi%25C3%25B1an_City.jpg/640px-Plaza_Rizal%252C_Bi%25C3%25B1an_City.jpg&w=640&q=50)
ბინიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბინიანი (ოფიციალურად ქალაქი ბინიანი; ტაგ: Lungsod ng Biñan) — პირველი კლასის შემადგენელი ქალაქი ლაგუნის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 333 028 ადამიანს შეადგენს.[2]
ბინიანი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
შიდა დაყოფა | Biñan, Bungahan, Canlalay, Casile, De La Paz, Ganado, Langkiwa, Loma, Malaban, Malamig, Mamplasan, Platero, Poblacion, San Antonio, San Francisco, San Jose, San Vicente, Santo Domingo, Soro-Soro, Santo Niño, Santo Tomas, Timbao, Tubigan და Zapote |
კოორდინატები | 14°20′00″ ჩ. გ. 121°05′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1688 |
ფართობი | 43.50 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 68 მეტრი |
მოსახლეობა | 407 437 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო |
სატელეფონო კოდი | 49 |
საფოსტო ინდექსი | 4024 |
ოფიციალური საიტი | http://www.binan.gov.ph/ |
ბინიანი ასევე ცნობილია როგორც ბინიანგი. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის საცხოვრებელი გარეუბანის ფუნქციასაც ასრულებს და ფილიპინების ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული პარკი და თავისუფალი ვაჭრობის ზონაა. ქალაქად გამოცხადებამდე (2010), 2007 წელს აუდიტის კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ბინიანი ფილიპინების მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მდიდარ მუნიციპალიტეტად დასახელდა, რომლის წლიური შემოსავალი 677 მილიონი ფილიპინური პესო (14.833 მილიონი აშშ დოლარი) იყო.[3] 2015 წლის მონაცემებით ბინიანს კალამბისა და სანტა-როსის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს.
2015 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა ბენინიო აკინო III-მ 10658-ე რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ბინიანი ლაგუნის პირველ საკონგრესო რაიონს გამოეყო და ბინიანის საკონგრესი რაიონი ჩამოყალიბდა. პირველი წარმომადგენელი, ქალაქის ყოფილი მერი, 2016 წელს აირჩიეს.