From Wikipedia, the free encyclopedia
კალამბა (ოფიციალურად ქალაქი კალამბა; ტაგ: Lungsod ng Calamba) — პირვლეი კლასის შემადგენელი ქალაქი ლაგუნის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 454 486 ადამიანს შეადგენს.[2]
კალამბა | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | Canlubang და Kay-Anlog | ||
კოორდინატები | 14°13′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 28 აგვისტო, 1742 | ||
ფართობი | 149.50 კმ² | ||
მოსახლეობა | 539 671 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 49 | ||
საფოსტო ინდექსი | 4027, 4028 და 4029 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.calambacity.gov.ph/ | ||
| |||
კალამბა კალაბარსონის რეგიონის რეგიონული ცენტრია. ქალაქი მანილიდან 50 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, სანტა-კრუსიდან — დასავლეთით, სან-პაბლოდან — ჩრდილოეთით, ხოლო ტაგაიტაიდან აღმოსავლეთით. ცხელი წყაროების სიმრავლის გამო, რომლებიც ძირითადად პანსოლის, ბუკალის, ბაგონგ-კალსადისა და ლინგის ბარანგაებში მდებარეობს, კალამბას ხშირად „ფილიპინების საგაზაფხულო საკურორტო დედაქალაქს“ უწოდებენ.[3]
ლაგუნის მასშტაბით კალამბა პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 2 600 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. კალამბა პროვინციაში მე-5 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა სან-პედროს, ბინიანის, კაბუიაოსა და სანტა-როსას შემდეგ. 2014 წლის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის ინდექსის საერთო რეიტინგის მიხედვით კალამბა ფილიპინების ქალაქებს შორის მე-18 ადგილზეა კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით, ხოლო კალაბარსონის რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. კალამბა ცნობილია როგორც კალაბარსონის უმდიდრესი ქალაქი.[4][5]
კალამბა ფილიპინების ეროვნული გმირის, ხოსე რისალის მშობლიური ქალაქია.[6][7]
ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ტაგალური სიტყვიდან kalamba, რაც ფართოპირიან თიხის ტაპაიანს აღნიშნავს (ასევე მოიხსენიება როგორც ბალანგა ან ბანგა).[8][9][10] ქალაქის სახელწოდების წარმომავლობა ასახულია მთავარ მოედანზე მდებარე კალამბის ქილის ძეგლით და ქალაქის გერბზეც რისალის სახის მქონე წყლის ჭურჭლია გამოსახული.[11][12]
კალამბის უძველეს ნაწილად სუკოლის ბარანგაი მიიჩნევა, სადაც პირველი დასახლებები დღემდე შემორჩენილია. ესპანელების ჩასვლის შემდეგ მთელი ტერიტორია ჰასიენდად გადაკეთდა და ტაბუკოს შემადგენლობაში (დღევანდელი კაბუიაო) შევიდა. კალამბა დამოუკიდებელი პუებლო 1742 წლის 28 აგვისტოს გახდა, ხოლო 1770 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1813 წელს კალამბა დომინიკელი ბერების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ამერიკული რეჟიმის დროს ჰასიენდები ადგილობრივ მოსახლეობას მიჰყიდეს.[13][14]
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა მიერ ქალაქის ოკუპაციისას საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა კალამბაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, რასაც 2 000 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.[15]
შვიდწლიანი პროცესის შემდეგ, 9024-ე რესპუბლიკური აქტის („კანონი კალამბის მუნიციპალიტეტის ლაგუნის პროვინციის შემადგენელ ქაალქად გარდაქმნისა და ქალაქ კალამბად ცნობის შესახებ“) საფუძველზე კალამბა ლაგუნის პროვინციის მეორე შემადგენელი ქალაქი გახდა. 9024-ე რესპუბლიკურ აქტს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ 2001 წლის 5 მარტს მოაწერა ხელი. 2001 წლის 21 აპრილს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით პლებისციტი ჩატარდა, რომლის დროსაც მოსახლეობის 77.33%-მა კალამბის შემადგენელ ქალაქად გამოცხადებას დაუჭირა მხარი.[16]
2003 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ ხელი მოაწერა 246-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კალაბარსონის რეგიონის რეგიონულ ცენტრად კალამბა გამოცხადდა.[17]
კალამბა ჩამქრალი ვულკანის, მაკილინგის მთის ჩრდილოეთ ფერდობებზეა გადაჭიმული.[18] ქალაქს ჩღდილოეთიდან კაბუიაო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — ლოს-ბანიოსი, სამხრეთიდან — ბატანგასი, ტანაუანი და სანტო-ტომასი და ტალისაის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კავიტეს პროვინცია, ტაგაიტაი და სილანგის მუნიციპალიტეტი. ლაგუნა-დე-ბაი, ქვეყნის უდიდესი ტბა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს აყალიბებს. პროვინციული დედაქალაქი, სანტა-კრუსი კალამბიდან 37 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს.
კალამბის ფართობი 14 950 ჰექტარია. ფართობის მიხედვით იგი ლაგუნის პროვინციაში მეორე ქალაქია სან-პაბლოს შემდეგ.
ქაალქი პოლიტიკურად 54 ბარანგაიდ იყოფა.
კალამბა ტორპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს, რომლისთვისაც მოკლე მშრალი სეზონი და გრძელი წვიმების სეზონია დამახასიათებელი. მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წელიწაი დანარჩენი პერიოდი ნალექების მაღალი რაიოდენობით ხასიათდება.
ფილიპინების სხვა ქალაქების მსგავსად კალანგაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის როლს მერი ასრულებს. ვიცე-მერი საკანონმდებლო ორგანოს, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეობს და დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებებს ასრულებს. საკანონმდებლო ორგანო 12 წევრისგან შედგება: 10 დეპუტატი მოსახლეობის მიერ აირჩევა, ხოლო ორი ex-officio მოხელე ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტი და ბარანგაების ასოციაციის თავმჯდომარეა. 2019-2022 წლებში კალამბის მერი ჯასტინ მარკ ჩიპეკო, ხოლო ვიცე-მერი როსელერ ჰ. რისალია.
11078-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ კალამბა ლაგუნის მეორე რაიონს გამოეყო და კალამბის დამოუკიდებელი რაიონი შეიქმნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.