![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/View_of_Bor_from_NN_08-2016_img1.jpg/640px-View_of_Bor_from_NN_08-2016_img1.jpg&w=640&q=50)
ბორი (ქალაქი რუსეთში)
ქალაქი რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბორი — ქალაქი რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ცენტრალურ ნაწილში. 76 732 მცხოვრები (2021).[20] მდებარეობს მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის გაღმა მხარეს (მასთან დაკავშირებულია საავტომობილო ხიდით). ქალაქში არის რკინიგზის სადგური „მოხოვიე-გორი“.[21]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბორი | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ფედერაციის სუბიექტი | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქინიჟნი-ნოვგოროდის ოლქი | ||
კოორდინატები | 56°21′37″ ჩ. გ. 44°03′33″ ა. გ. | ||
პირველი ხსენება | მე-14 საუკუნე | ||
ფართობი | 42 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 75 მეტრი | ||
მოსახლეობა |
1 800 (1897)[1] , 11 800 (1931)[1] , 25 100 (1939)[1] , 42 866 (1959)[2] , 49 000 (1967)[1] , 55 412 (1970)[3] , 61 000 (1976)[1] , 62 579 (1979)[4] , 63 000 (1982)[5] , 65 000 (1986)[1] , 64 512 (1989)[6] , 64 300 (1992)[1] , 64 500 (1998)[1] , 63 300 (2000)[1] , 62 400 (2001)[1] , 61 525 (2002)[7] , 61 500 (2003)[1] , 78 500 (2005)[1] , 77 700 (2006)[1] , 76 223 (2008)[8] , 75 990 (2009)[8] , 78 058 (2010)[7] , 78 050 (2011)[8] , 78 004 (2012)[9] , 78 015 (2013)[10] , 77 918 (2014)[11] , 78 145 (2015)[12] , 78 373 (2016)[13] , 78 385 (2017)[14] , 78 063 (2018)[15] , 77 454 (2019)[16] , 76 872 (2020)[17] , 78 372 (2021)[18] , 77 582 (2023)[19] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 83159 | ||
საფოსტო ინდექსი | 606440 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.borcity.ru/ | ||
პირველად იხსენიება XIII საუკუნეში როგორც ვეზლომსკაია-სლობოდკა მდინარე ვეზლომის შესართავთან. მოგვიანებით გადაიტანეს 1 კმ-ით ჩრდილოეთით და ბოროვსკაია-სლობოდა უწოდეს. 1927 წლიდან მუშათა დაბა იყო, 1938 წლიდან ქალაქია. მოქმედებს ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური განათლების ფაკულტეტი (2000), მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1969), საესტრადო-მუსიკალური კომედიის თეატრი „მიუზიკლი“ (1989); ქარხნები: მინის, მილების, „ნიჟნეგოროდსკი ტეპლოხოდი“ (აირის, ნავთობისა საავტომობილო მრეწველობის, მცურავი ამწეების მოწყობილობები და სხვ.), სილიკატების; ავეჯის ფაბრიკა, საკვები კონცენტრატების წარმოება და სხვ.[21]