From Wikipedia, the free encyclopedia
ბორი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ბორიმელას (ჩხერიმელას შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 10 კილომეტრი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა-პანსიონი.
სოფელი | |
---|---|
ბორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კიცხი |
კოორდინატები | 42°02′59″ ჩ. გ. 43°06′59″ ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
მოსახლეობა | 283[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 283 ადამიანი.
ბორში გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი სჩანს. 1901 წელს 14-17 წლის ძმებმა ყავლაძეებმა, რომლებმაც სავენახე მიწა შეიძინეს ბორელი მაჭავარიასაგან. მიწის დამუშავებისას ძმებმა შემთხვევით მიაკვლიეს ანტიკური პერიოდის განძს.[3] 1902–1903 წლებსა და 1907–1909 წლებში აქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები კუფტინისა და გ. ცქიტიშვილის მიერ, რის შედეგადაც აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთები. 1938 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ ეს სამარხეული ინვენტარი იყო. 1963 წლის არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, რომ ბორის მიდამოებში ათიოდე ჰექტარზე ბუდეებადაა გაფანტული ძვ. წ. I-III საუკუნეების საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III საუკუნეების 2 მდიდრული ნეკროპოლი. სამარხები ორი სახისაა: ქვევრსამარხები და ორმოსამარხები. აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი. III საუკუნის ერთ-ერთ თასზე გამოსახულია საკურთხევლის წინ მდგარი ცხენი. თასზე არმაზული წარწერაა: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. ნივთები დაცულია ერმიტაჟში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.